6 გავრცელებული აზრი გაციების შესახებ — მითი თუ ფაქტი?
ფოტო: Getty Images
ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაციების შემთხვევებიც მატულობს, რაც პანდემიის პერიოდში ერთიორად ანგარიშგასაწევი ხდება — თანაც მაშინ, როცა ადამიანები აქტიურ სოციალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბოლო დროს TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა ტრენდი, რომელშიც ნივრის ცხვირში მოთავსება გაციებასთან საბრძოლველ გზად არის წარმოჩენილი. აღნიშნული მეთოდი ერთ-ერთია იმ გრძელი სიიდან, რომელსაც გაციების სამკურნალოდ ხშირად მიმართავენ.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ორი ექსპერტის შეფასებებს, თუ რამდენადაა მეცნიერულად დამტკიცებული ზოგიერთი გავრცელებული შეხედულება გაციების შესახებ.
1. შეიძლება თუ არა, გავცივდეთ სიცივის გამო?
გაციების შემთხვევები, როგორც წესი, ზამთარში უფრო ხშირია. ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციების მსგავსად, გაციებასაც, ჩვეულებრივ, ვირუსი იწვევს. არის სიმართლის მარცვალი იმ მოსაზრებაში, რომ სიცივეში უფრო სავარაუდოა გაციება, ვინაიდან ტემპერატურის ცვლილება მოქმედებს ჩვენი ყელისა და სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე, რამაც ვირუსებს უჯრედების ინფიცირება შეიძლება გაუადვილოს. თუმცა, ზამთარში გაციების მთავარი მიზეზი სხვა ადამიანებთან ერთად დახურულ სივრცეში დიდი დროის გატარებაა, რაც ვირუსების გადასაცემად ზედგამოჭრილი გარემოა.
ასევე იხილეთ:
2. გვეხმარება თუ არა ცხვირში ნივრის მოთავსება?
TikTok-ის ამ ტრენდს აყოლილები ნივრის კბილს თავიანთი ცხვირის ნესტოში ათავსებენ, რადგან გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ნიორი ანტიკონგესანტია. ნებისმიერი რამის ნესტოში მოთავსება ბლოკავს ლორწოს დინებას, ამიტომ მისი გამოღებისას ნაკადი ხელახლა იწყება და სითხე ცხვირიდანაც შეიძლება გამოიდევნოს. ლორწო ხელს უწყობს ვირუსის მსგავსი პათოგენების გამომწყვდევასა და მოშორებას. ის, ამასთან, შეიცავს ანტისხეულებს, რაც ვირუსების ინფექციურობის და გადამდებობის ხარისხს ამცირებს. ასე რომ, მისი ნესტოებიდან გამოდევნა კარგი იდეა ნამდვილად არ არის.
გარდა ამისა, ნიორი ისეთ ნაერთებს შეიცავს, რამაც შეიძლება ცხვირი გააღიზიანოს. და ესეც რომ არ იყოს, დაიმახსოვრეთ, რომ ცხვირში ნებისმიერი რამის მოთავსება არცთუ ისე კარგი იდეაა. ამან, შეიძლება, დააზიანოს ლორწოვანი გარსი, გამოიწვიოს სისხლდენა ან, უბრალოდ, არის შანსი, რომ ნივთი ნესტოში გაგეჭედოთ. ასე რომ, ეს მეთოდი გაციებასთან ბრძოლაში ნამდვილად არ დაგეხმარებათ და პირიქით, შეიძლება, საზიანოც კი იყოს.
3. შეუძლია თუ არა მცენარეულ საშუალებებს თავიდან აგვარიდოს გაციება?
მიჩნეულია, რომ სხვადასხვა მცენარეული საშუალება გვიცავს გაციებისაგან ან აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ასეთ დროს ადამიანები ხშირად ახსენებენ ექინაცეას — მცენარეთა ოჯახს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდება. მართალია, ზოგიერთმა კვლევამ მცირე პროფილაქტიკური ეფექტი აჩვენა, თუმცა მისი დახმარებით ავადობის დონის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება არ შეინიშნება. გაციების პრევენციულ საშუალებად ასევე მიჩნეულია კურკუმა, თუმცა მისი ეფექტიანობის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებაც არ გვაქვს ხელთ.
ცხელ სასმელებს ჩვენი სინუსების დაამება შეუძლიათ, თუმცა ისინი გაციებას ვერ კურნავენ.
ფოტო: Studio Romantic / Shutterstock
4. გვეხმარება თუ არა C-ვიტამინი?
ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერის, ლაინუს პოლინგის ვარაუდით, დიდი დოზით მიღებული C-ვიტამინი, შესაძლოა, მრავალი ვირუსული ინფექციის მკურნალობისთვის ეფექტიანი საშუალება იყოს. ბრიტანული სამედიცინო კვლევითი ცენტრის, Cochrane-ის მკვლევრებმა, რომლებიც ნაცადი სისტემით აფასებენ მტკიცებულებებს, დაადგინეს, რომ C-ვიტამინი არ იცავს გაციებისგან, თუმცა მას ზოგიერთ ადამიანში გაციების ხანგრძლივობის შემცირება შეუძლია. ვინაიდან დღეში დაახლოებით 200 მილიგრამი C-ვიტამინის საკვებ დანამატად მიღება ჯანმრთელობისთვის დიდად სარისკოდ არ მიიჩნევა, ზოგიერთი ადამიანისთვის მისი გამოყენება გაციების ეფექტების ხანგრძლივობის შესამცირებლად გონივრული სტრატეგიაა.
5. გვიცავს თუ არა D-ვიტამინი გაციებისგან?
D-ვიტამინს, რომლის ხსენებაც მზის სხივებთან და ჯანსაღ ძვლებთან ასოცირდება, დღეს ლამის ყველანაირი რისკის შემცირებას უკავშირებენ — გულის დაავადებებითა და დიაბეტით დაწყებული, ვირუსებით დამთავრებული. ამ სიაში გრიპიც შედის და უკვე COVID-19-თან დაკავშირებითაც გაჩნდა კითხვები.
ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ D-ვიტამინი მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვირუსებთან საბრძოლველად. პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ ზოგიერთ ადამიანს ორგანიზმში D-ვიტამინის არაადეკვატური დონე აქვს. მზის სინათლე ჩვენს სხეულს ეხმარება, თავად შექმნას D-ვიტამინი — რაც ნაკლებად ხდება ზამთარში. ამგვარად, წლის უმზეო თვეებში მისი საჭირო ოდენობით მიღება გარკვეულ შემთხვევებში გონივრულია და, შესაძლოა, გაციების თავიდან აცილებაშიც კი დაგეხმაროთ.
6. და ქათმის წვნიანთან დაკავშირებით რა ხდება?
ქათმის წვნიანს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ გაციებასთან საბრძოლველად და მას — ისევე, როგორც თაფლს — შეიძლება, სიმპტომების მართვაში გარკვეული სარგებელი ჰქონდეს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქათმის წვნიანს ორგანიზმიდან ინფექციის განდევნა შეეძლოს.
წვნიანი ჩვენს ორგანიზმს სითხით ამარაგებს და თუ გავითვალისწინებთ, რომ გაციების დროს სხეულის დეჰიდრატაცია ხშირი სიმპტომია, მისი მიღება ნამდვილად კარგი იდეაა. ცხელი სასმელების უმეტესობის მსგავსად, წვნიანს სასუნთქი ღრუების დაამება შეუძლია. არსებობს კვლევები, რომლებიც ჩვენი იმუნური სისტემის უჯრედებზე ქათმის ნახარშის გავლენას სწავლობს, თუმცა კვლევის შედეგები ჯერჯერობით საბოლოო დასკვნების გამოტანის საშუალებას არ გვაძლევს.
სამწუხაროდ, გაციების სამკურნალოდ სასწაულმოქმედი საშუალება არ არსებობს. ზოგიერთი მეთოდი შეიძლება გამოსადეგი იყოს — მაგალითად, C და D ვიტამინის საკმარისი ოდენობით მიღება. თუმცა ზოგი სხვა საშუალების ცდა ნამდვილად არ ღირს და ისეთი რამ, როგორიცაა ცხვირში ნივრის მოთავსება, შეიძლება სარისკოც კი იყოს. საუკეთესო რამ, რაც გაციებისას შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის დასვენება და ბევრი სითხის დალევა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები