ადამიანები დედამიწაზე ჰელოუინს ყოველწლიურად აღვნიშნავთ. ამჯერად გამონაკლისი არც კოსმოსი იყო, უფრო კონკრეტულად კი საერთაშორისო კოსმოსური სადგური. როგორც გავრცელებული მასალიდან ჩანს, ასტრონავტებს კოსმოსში ჰელოუინი დედამიწაზე მყოფებზე ნაკლებად არ აღუნიშნავთ.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საშიშ არსებებთან ერთად, შეხვდებოდით დართ ვეიდერს, სუპერმენს, შემზარავ კუს, მეკობრეებს, ადამიან ობობასა და რაც მთავარია, ადგილზე იყო გოგრა, ჰელოუინის ნამდვილი სიმბოლო.

როგორც კადრებიდან ჩანს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ელვის პრესლიც ეწვია და თავისი გიტარაც თან ჰქონდა.

ფოტოების ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ: