10 მსახიობი, რომელზეც ვერ წარმოიდგენ, რომ საკუთარი შესრულებით უკმაყოფილოა
ახალი ფილმის გამოსვლისთანავე ერთ-ერთი პირველი, რასაც კინოკრიტიკოსები თუ ჩვეულებრივი მაყურებლები ამჩნევენ და აფასებენ, მსახიობების ოსტატობაა. კინოსამყაროში ვარსკვლავებს მათი შესრულებული როლებისთვის ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა არც ისე ხშირია შემთხვევები, როცა აღნიშნული ვარსკვლავები საკუთარ შესრულებას თავადვე იწუნებენ და ამაზე საჯაროდ საუბრობენ.
1. მერილ სტრიპი — ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი (The French Lieutenant's Woman)
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში შესრულებული როლისთვის ლეგენდარულმა მერილ სტრიპმა ოსკარის ნომინაცია მოიპოვა, თავად თვლის, რომ ზედმეტად ახალგაზრდა იყო და ისე ვერ ითამაშა, როგორც საჭირო იყო.
2. ბრედ პიტი — 12 მაიმუნი (12 Monkeys)
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბრედ პიტი 12 მაიმუნში შესრულებული როლით კმაყოფილი სულაც არაა. მსახიობი თვლის, რომ მართალია, ფილმის პირველ ნაწილს თავი მშვენივრად გაართვა, თუმცა მეორე ნაწილს ალღო ვერ აუღო, რაც მის შესრულებაზეც აისახა და ამან ძალიან გააღიზიანა.
3. კრისტიან ბეილი — ბნელი რაინდის ტრილოგია (The Dark Knight)
კრისტოფერ ნოლანის საოცარი ტრილოგიის ბეტმენი თვლის, რომ სუპერგმირის როლს თავი სათანადოდ ვერ გაართვა და, როგორც ჩანს, ამაში "დამნაშავე", ნაწილობრივ, ჰიტ ლეჯერიცაა, რომელმაც ჯოკერის როლი მოირგო.
"ტრილოგიით იმას ვერ მივაღწიე, რისი იმედიც მქონდა...ჰიტი [ლეჯერი] გამოჩნდა და ჩემი ყველა გეგმა ჩაშალა, რადგან ვფიქრობდი: 'ის ჩემზე გაცილებით უკეთესია, საერთოდ რას ვაკეთებ?" — განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.
4. დენიელ რედკლიფი — ჰარი პოტერის ფილმები
მართალია, ჰარი პოტერის როლმა დენიელ რედკლიფს საოცარი წარმატება მოუტანა, თუმცა თავად მსახიობი საკუთარი შესრულების მიმართ კრიტიკულია. დენიელი განსაკუთრებით ჰარი პოტერის მეექსვე ფილმში — ჰარი პოტერი და ნახევარპრინცში შესრულებული როლითაა უკმაყოფილო.
"შეცდომებს, რომელთაც სხვა მსახიობები რეპეტიციისას ან სამსახიობო სკოლაში უშვებენ, ფილმში ყველა ხედავს", — აღიარა მან.
5. ქეით უინსლეტი — ტიტანიკი (Titanic)
მართალია, ქეითს ფილმი ძალიან უყვარს, მაგრამ იმავეს საკუთარ შესრულებაზე ვერ იტყოდა. ქეითი თვლის, რომ მისი ამერიკული აქცენტი საშინელებაა და როლის განსხვავებულად შესასრულებლად წარსულში დიდი სიამოვნებით იმოგზაურებდა.
6. კეტრინ ჰეილი — გრეის ანატომია (Grey's Anatomy)
მიუხედავად იმისა, რომ 1 წლით ადრე სერიალში შესრულებული როლისთვის ემი მოიპოვა, 2008 წელს კეტრინ ჰეილმა ნომინაციაზე უარი თქვა, რადგან თვლიდა, რომ მისი შესრულება საკმარისად კარგი არ იყო.
7. პირს ბროსნანი — ჯეიმს ბონდის ფილმები
"არ მაქვს სურვილი, ჩემს თავს ჯეიმს ბონდის როლში ვუყურო, რადგან საკმარისად კარგი არასდროს ვიყავი. საშინელი გრძნობაა", — განაცხადა ცნობილმა აგენტმა 007-მა.
8. ანია ტეილორ-ჯოი — ალქაჯი (The Witch)
როგორც აღმოჩნდა, ლაზიერის გამბიტის ვარსკვლავს საკუთარი ფილმოგრაფიიდან ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარში შესრულებულ როლი სძულს.
"ვფიქრობდი, რომ აღარასდროს ვიმუშავებდი — ამაზე ფიქრის დროსაც კი მაცახცახებს. ეს საშინელი ფიქრი იყო იმისა, რომ 'ადამიანებს, რომლებიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს, იმედი გავუცრუე.' არასწორად ვითამაშე", — იხსენებს მსახიობი.
9. უილ სმიტი — კაცები შავებში (Men in Black)
საკუთარი შესრულებით უკმაყოფილო ვარსკვლავთა სიაში უილ სმიტიცაა, რომელიც Men in Black-ში ცნობილი როლის შესრულებით აღფრთოვანებული სულაც არაა. მსახიობს პირველ ნაწილთან პრობლემა არ აქვს, თუმცა მისი მეორე ან/და მესამე (არ დაუკონკრეტებია) ნაწილი ტკბილად არ ახსენდება.
10. ადამ დრაივერი — ლიუენ დეივისის შინაგანი სამყარო (Inside Llewyn Davis)
ადამ დრაივერს იმდენად სძულს ამ ფილმში საკუთარი სიმღერა, რომ გადაწყვიტა, საკუთარ ფილმებს აღარასდროს უყუროს. როგორც ჩანს, მისი ფილმებით ტკბობის სიამოვნება მხოლოდ მის გულშემატკივრებს აქვთ.
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა










კომენტარები