მეცნიერებმა კრისტალი შექმნეს, რომელიც მხოლოდ ელექტრონებისგან შედგება
მსოფლიოში პირველად, მეცნიერებმა ვიგნერის კრისტალი შექმნეს და აღბეჭდეს. იგი საკმაოდ უჩვეულო ნივთიერებას წარმოადგენს, რომელიც მთლიანად ელექტრონებისგან შედგება, მისი შექმნის იდეა კი პირველად 90 წლის წინ იქნა წამოყენებული.
მეცნიერებმა ელექტრონები ფიჭისებრ მესერში განალაგეს. ამისათვის ისინი ვოლფრამის ნაერთთა ორ უთხელეს ფენას შორის არსებულ ელექტრულ ველში მოაქციეს. კვლევა წინა კვირას ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. ის, რომ ფიზიკოსებმა ელექტრონთა მოთვინიერება შეძლეს — რაც მათ ვოლფრამის ფენათა ატომურ სტრუქტურებში არსებული მცირე სხვაობების დამუშავებით მოახერხეს — გასაოცარ ექსპერიმენტულ მიღწევას წარმოადგენს.
წარსულში ვიგნერის კრისტალთა შექმნას სხვა მეცნიერებიც მიიწერდნენ და, როგორც Nature News-მა აღნიშნა, დამაჯერებელი მტკიცებულებებიც ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, საბოლოო სიტყვა მაინც კვლევის თანაავტორსა და კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოს ფენგ ვანგს ეკუთვნის, რომელმაც განაცხადა, რომ, ვიგნერის კრისტალის გამოსახულება აქამდე არავის წარმოუდგენია.
"თუ ამბობ, რომ ელექტრონების კრისტალი გაქვს, მაშინ მაჩვენე", — მოგვიგო მან.
კრისტალის აღბეჭდვას ვერანაირი კამერა ვერ შეძლებდა, ამიტომაც მეცნიერებმა შთაგონებას მოუხმეს. ამის ნაცვლად, მათ მასკანირებელი გვირაბული მიკროსკოპი (STM) გამოიყენეს, რომელიც განლაგებულ ელექტრონთა ზუსტ ლოკაციას ზონდის საშუალებით ადგენს. ამისათვის იგი აკვირდება, თუ როგორ რეაგირებენ ისინი ელექტრობის პაწია ბიძგზე. როგორც გარეშე მეცნიერებმა Nature News-თან საუბრისას განაცხადეს, განსაკუთრებით ჭკვიანური სწორედ ეს ქმედება გახლდათ.
"ვფიქრობ, დიდებული წინსვლაა, ამ სისტემაზე STM-ის გამოყენება მოახერხო", — განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა კარმენ რუბიომ.
კომენტარები