ეს არჩევნები საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება — ჰარცელი
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი თბილისში #14 საარჩევნო უბანს ეწვია და ჟურნალისტებთან საარჩევნო პროცესზე ისაუბრა.
მისი თქმით, როგორც საქართველოს მეგობარსა და მხარდამჭერს, იმედი აქვს, დემოკრატიის მონაპოვარით ისარგებლებს ყველა მოქალაქე.
"ეს არჩევნები მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი იქნება იგი საქართველოს მომავლისთვის. ესაა ტესტი დემოკრატიისთვის, რომელიც დამარწმუნებლად უნდა იქნას ჩაბარებული. ხვალ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან, მათ შორის აქ მყოფი ODIHR-ისა და ევროპელი პარლამენტარებისგან გამოქვეყნდება მათი აზრი და ვერდიქტი", — განაცხადა ჰარცელმა.
მისი თქმით, დღეს პოლიტიკოსებმა საკუთარი მოსაზრებები არ უნდა გამოთქვან და ამომრჩევლებმა უნდა გაჟღერონ საკუთარი ნება.
"არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ყველა დემოკრატიისთვის. ესაა დღე, როცა, პოლიტიკოსები, პოლიტიკის კომენტატორები და ისინი, ვინც ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, იყვნენ ჩუმად და ამომრჩევლებმა საკუთარი ნება გააჟღერონ საარჩევნო ყუთებთან", — თქვა კარლ ჰარცელმა.
მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება პოლარიზებულია, რაც სამწუხაროა, თუმცა ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება არჩევნებზე ხმის მიცემის მნიშვნელობაზე.
"ბოლო რამდენიმე კვირის და ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ვიხილეთ პოლარიზაციის დონე. თუმცა ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მივიდეს არჩევნებზე და საკუთარი ნება გამოხატოს. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ყველა ადამიანი შეძლებს მშვიდ, მშვიდობიან, უსაფრთხო გარემოში ხმის მიცემას და ასეთივე უსაფრთხო და დაცულ გარემოში გექნებათ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება", — აღნიშნა ელჩმა.
კარლ ჰარცელმა ამომრჩევლებს პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ზომების დაცვის საჭიროებაც შეახსენა.
"მინდა აღვნიშნო, ახლა პანდემიის პერიოდია და ყველას შევახსენო, მიიღოს საჭირო დაცვის ზომები როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე გარეთ და დარწმუნდნენ, რომ ყველას ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დაცულია. ასევე მინდა ვთხოვო მათ, ვინც ხმას აძლევს, მაქსიმალურად დაიცვან საკუთარი თავი, მიიღონ საჭირო ზომები, შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია", — ამბობს ჰარცელი.
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები