Apple-ის Find My აპლიკაცია საკმაოდ კარგი და გამოსადეგი აპლიკაციაა, რომლის მეშვეობითაც დაკარგული ან მოპარული სმარტფონის პოვნაა შესაძლებელი. Find My-ს ფუნქციები ნელ-ნელა იზრდება. ის კიდევ უფრო სასარგებლო Apple AirTags-ების გამოშვების შემდეგ გახდა.

ახლა კი, iOS 15-ის გამოსვლასთან ერთად ის კიდევ უფრო ჭკვიანი ხდება. Find My შეძლებს იპოვოს თქვენი სმარტფონის ლოკაცია მაშინაც კი, თუ ის დაჯდება და გაითიშება.

იმისათვის, რომ თქვენ გათიშული სმარტფონის პოვნა შეძლოთ, სათანადო აიფონიც უნდა გქონდეთ. ეს ფუნქცია შემდეგ iPhone-ებზე იქნება ხელმისაწვდომი:

  • iPhone 11
  • iPhone 11 Pro / iPhone 11 Pro Max
  • iPhone 12 / iPhone 12 Mini
  • iPhone 12 Pro / iPhone 12 Pro Max
  • iPhone 13 / iPhone 13 Mini
  • iPhone 13 Pro / iPhone 13 Pro Max

თუ ეს ფუნქცია ჩართული გაქვთ, თქვენი iPhone გათიშვის დროს დაგიწერთ "iPhone Findable After Power Off" — ანუ თქვენი აიფონი მოძებნადი იქნება გათიშვის შემდეგაც.

როგორ გავააქტიუროთ Find My ფუნქცია

  • შევდივართ Settings-ებში, შემდეგ ვაწვებით ჩვენს სახელს
  • Apple ID-ში ვაწვებით Find My-ს
  • ვრთავთ Find My iPhone-ს და თუ თქვენ iOS 15-ზე ხართ, მაშინ Find My network ფუნქციის გააქტიურებასაც შეძლებთ, რაც საშუალებას მოგცემთ იპოვოთ თქვენი სმარტფონი გათიშულ მდგომარეობაშიც. აქვეა Send Last Location, მისი გააქტიურებით სმარტფონი გათიშვამდე გამოგიგზავნით მის ბოლო ლოკაციას

სულ ეს არის, ამის შემდეგ, თუ თქვენი სმარტფონი გაითიშება ან მოგპარავენ, თქვენ შეძლებთ ნახოთ მისი ლოკაცია Find My-ს დახმარებით Mac-იდან, სხვა აიფონიდან ან ნებისმიერი ბრაუზერიდან iCloud.com/find-ზე გადასვლითა და თქვენი Apple ID-ის გამოყენებით.