გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის
ფოტო: თიბისი
ბიზნესს წარმატებისთვის მხოლოდ ინოვაციური იდეა არ ჰყოფნის — გამოწვევებით სავსე გზაზე, მას მხარდაჭერა, აღიარება და დაფასებაც სჭირდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბიზნესსოციუმის ყველაზე დიდი ღონისძიება — ბიზნესდაჯილდოება, რომელსაც თიბისი უკვე მეექვსე წელია მართავს.
წელს, ისევე როგორც გასულ ღონისძიებებზე, ბიზნესდაჯილდოება საზოგადოების წინაშე სიახლით წარსდგება და მცირე და საშუალო ბიზნესებს დააჯილდოებს ორ ახალ ნომინაციაში: "რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისა" და "საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის".
ჩვენ მოგითხრობთ, რას გულისხმობს ნომინაცია "საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის", გაგაცნობთ ჟიურის წევრებსა და მათ მოსაზრებებს ბიზნესდაჯილდოების შესახებ.
გიორგი ისაკაძე — Forbes საქართველო, მთავარი რედაქტორი
გიორგი ისაკაძე მიიჩნევს, რომ ღონისძიებას, რომელიც ბიზნესსამყაროში სიახლეებს წარმოაჩენს და მონაწილეების ენთუზიაზმს განაპირობებს, შემფასებლებსა თუ საზოგადოებაში, მუდმივი არსებობა უწერია.
"მიმაჩნია, რომ ღონისძიების თვითმყოფადობაზე, საკითხის მიმართ არსებული მუდმივი ინტერესი მიანიშნებს — ინტერესი, პირველ რიგში, მონაწილეების მხრიდან და შემდეგ — მთლიანად საზოგადოებისგან. ბიზნესდაჯილდოების უნიკალურობაა, რომ ამოუწურავია მონაწილეობის მსურველთა ენთუზიაზმი. ფაქტი, რომ ადამიანები ბიზნესდაჯილდოებას ელოდებიან, ნიშნავს, რომ ღონისძიება შედგა”, — ამბობს გიორგი და დასძენს, რომ პროექტი აყალიბებს საქმიან საზოგადოებას, რომელიც დაინტერესებულია სიახლეებით.
გიორგის თქმით, ახალ ნომინაციაში ჟიური ელის ბიზნესებს, რომლებმაც თანამშრომლობით ერთმანეთს და საზოგადოებას სარგებელი მოუტანეს. იგი ბიზნესებს ურჩევს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა პროექტში, რადგან მათი ცნობადობა ამაღლდება, გაიცნობენ სხვა მეწარმეებს და დაამყარებენ კავშირებს.
ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, პიროვნულ და საქმიან ურთიერთობებში, რეპუტაციულად დონეს ამაღლებს. ბიზნესდაჯილდოებაში ჩართულია ბევრი მედია და გარდა ცნობადობისა, გაძლევთ ისეთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქავეყანაში ბიზნესის წარმოება შეუძლებელია. ამიტომაც, ყველას ვთხოვ, რაც შეიძლება მეტი გაბედული იდეითა და მწყობრი პროექტით შეავსონ განაცხადი და ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა”.
ანი კვარაცხელია — ექსპორტის განვითარების ასოციაცია, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
„ბიზნესდაჯილდოება ყველაზე დიდი პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ბიზნესებს ასე მასშტაბურად უწყობს ხელს განვითარებაში. Რაც მთავარია, კონკურსი არ არის ორიენტირებული ბიზნესის მხოლოდ ერთ რომელიმე მიმართულებაზე — იგი აერთიანებს სხვადასხვა სექტორს, არის მრავლისმომცველი და მასშტაბური”, — ამბობს ანი კვარაცხელია.
ანიც, გიორგის მსგავსად, აღნიშნავს, რომ ღონისძიების დახმარებით ბიზნესს საშუალება ეძლევა საზოგადოებას საკუთარი თავი წარუდგინოს, ეხმარება მათ კავშირების დამყარებასა და თავიანთ საუკეთესო თუ ნაკლოვან მხარეებს უჩვენებს.
ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ვისურვებდი დიდხანს იარსებოს, გაფართოვდეს და კიდევ უფრო მეტი ბიზნესის შესახებ გააგებინოს საზოგადოებას.
იგი მიიჩნევს, რომ ნომინაციაში — "საუკეთესო თანამშრომლობისთვის" —გასამარჯვებლად ბიზნესებმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ — მათ უნდა აჩვენონ პარტნიორობის მასშტაბი, შედეგები და მისი გავლენა ერთმანეთსა თუ საზოგადოებაზე.
ანი მცირე და საშუალო ბიზნესებს ასეთ რჩევას აძლევს: გქონდეს საკუთარი ბიზნესი დიდი გამოწვევაა, რომელიც ყოველდღიურად ითხოვს ძალიან დიდ კონცენტრაციასა და ენერგიას. თუმცა, ამ გზაზე გახსოვდეთ, რომ თქვენ ცვლით სამყაროს უკეთესობისკენ.”
ივანე ლექვთაძე — EFSE, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი
ივანეს აზრით, ბიზნესდაჯილდოება სამეწარმეო კულტურის განვითარებას უწყობს ხელს, ემსახურება მეწარმეებისა და ბიზნესების ცნობიერების ამაღლებას და რაც მთავარია, აღიარებს მათ წვლილს ბიზნეს საქმიანობაში.
„ჩვენი ფონდი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერია. ვფიქრობ, თიბისისთან ერთად კარგ საქმეს ვემსახურებით და ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესისა და სამეწარმეო კულტურის განვითარებას”, — ამბობს ივანე.
ბიზნესდაჯილდოების უპირატესობებზე საუბრისას, ივანე აღნიშნავს, რომ ღონისძიება უკეთესად წარმოაჩენს როგორც ახალბედა სტარტაპებს, ისე მრავალი წლის გამოცდილების მქონე დიდს ბიზნესებს.
ყოველ წელს ასობით აპლიკაცია შემოდის. დაინტერესებულია ყველა ტიპის ბიზნესი. ჩვენ კი გადაწყვეტილებას მათი ზომის ან პროფილის მიხედვით კი არა, კონკრეტულ ნომინაციებთან აპლიკაციების შესაბამისობით ვიღებთ. ამიტომაც, ისეთ კომპანიებსაც მოუპოვებიათ გამარჯვება, რომლებიც 20 წელია ბაზარზე არიან და ასევე, გამარჯვებულებს შორის ყოფილან ახალი სტარტაპებიც.
გარდა პრიზებისა, რომელიც, ივანეს თქმით, ნამდვილად სასარგებლო და ხელშესახებია, ბიზნესდაჯილდოების დახამარებით კომპანიები იღებენ მთავარს — იმკვიდრებენ ადგილს სამეწარმეო და ბიზნესეკოსისტემაში.
მცირე ბიზნესებს კი ივანე ურჩევს: „ეცადეთ, ბიზნესიდეა იყოს ექსკლუზიური, რადგან თანამედროვე სამყაროში, სადაც გარემო დინამიურად ვითარდება, მნიშვნელოვანია გამოირჩეოდე სხვებისაგან. რაც მთავარია, კონცენტრირებული უნდა იყო ციფრულ მიმართულებებზე, თანამედროვე მიდგომები ავტომატიზაციასა და ტრადიციებს უნდა შეუხამო.”
აკო ახალაია — მარკეტერის დამფუძნებელი, სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი
აკო ახალაია უკვე წლებია ბიზნეს დაჯილდოების ჟიურის წევრია და ფიქრობს, რომ ღონისძიება ძალიან კარგი საშუალებაა ქვეყანაში მოქმედი ბიზნესებისთვის გადაიაზრონ, თუ რას როგორ აკეთებენ, ასევე, მონაწილეებმა გაზარდონ ცნობადობა თავიანთი საქმიანობის შესახებ.
„ვაკვირდები, როგორ სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება ღონისძიება. ვფიქრობ, ბიზნესდაჯილდოებამ შეძლო და მრავალი ბიზნესის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა მიუხედავად იმისა, მათ გაიმარჯვეს, თუ - არა”.
ახალ და საინტერესო ნომინაციაში აკო ისეთ ბიზნესებს ელოდება, რომლებმაც ურთიერთთანამშრომლობით უნიკალური ღირებულებები შექმნეს.
ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ მივაღწევთ, ამიტომ საჭიროა კარგი პარტნიორის მოძებნა, შერჩევა და თანამშრომლობა. ჩვენ ბიზნესების სწორედ ისეთ ისტორიებსა და მაგალითებს ვეძებთ, რომლებმაც ერთმანეთი გაზარდეს, ურთიერთობებით გაამდიდრეს, ცოდნა გაცვალეს, სინერგიით რაღაც ახალ მწვერვალზე ავიდნენ და ა.შ. თუნდაც ის, რომ ასეთი ნომინაცია არსებობს, ვფიქრობ, ბევრს დააფიქრებს და მომდევნო წლებში თანამშრომლობის უფრო მეტ მაგალითს ვიხილავთ.
აკოს რჩევა ახალბედა ბიზნესებისთვის შემდეგია: „წელს მარკეტერის მთავარი მესიჯია - „ცადე“. გვსურს ადამიანებს, ორგანიზაციებს სხვადასხვა პროექტითა და შესაძლებლობით გამბედაობისა და მცდელობებისკენ მოვუწოდოთ. მართალია, ბიზნესდაჯილდოებას ჩვენ არ ვაორგანიზებთ, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, რომ „სცადოს და ნუ იქნება ისევ ისეთი“. როგორც ჩვენი მეგობარი, ბესიკ ხარანაული ამბობს, არცერთ საქმეს იმდენი ძალა არ სჭირდება, რამდენიც გაბედვას, ამიტომ ახალბედა ბიზნესებს მეტ გამბედაობას ვუსურვებ და რაც მთავარია, დიდ წარმატებებს.
ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან. ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
კომენტარები