ჰუალინგ პლაზაში კარფურის 52-ე ფილიალი გაიხსნა
კავკასიაში უდიდესი სავაჭრო ცენტრი ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა მომხმარებელს საინტერესო შემოდგომას ჰპირდება — 10 სექტემბრიდან სავაჭრო კომპლექსში ჰიპერმარკეტი კარფური ფუნქციონირებს.
კარფურის გენერალურმა დირექტორმა ჟერომ აკელმა ფილიალის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ კმაყოფილია კარფურის საქართველოში ოპერირებით და ასეთი სწრაფი გაფართოებით.
"ჩვენთან ერთად უამრავი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელი ვითარდება. ამგვარი თანამშრომლობის მეშვეობით, ჩვენ პირდაპირ და არაპირდაპირ სამუშაო ადგილებს ვქმნით ადგილობრივი მოქალაქეებისთვის", — ამბობს ჟერომ აკელი.
ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა, რომელიც კავკასიის რეგიონში უდიდესი ცენტრია და მისი საერთო ფართობი 110 000 კვ/მ–ს შეადგენს, საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა საცალო გაყიდვების კომპანიებისთვის. აქ წელიწადზე მეტია, ფუნქციონირებს სამშენებლო და სარემონტო მასალების კავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი მიჰაუსი.
პლაზას გენერალური დირექტორის თიკო მაღრაძის თქმით, ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა განსხვავებული კონცეპტის მოლია, სადაც ყველაფერი იქნება სახლისთვის, თანაც იმდენად დიდი ასორტიმენტით, რომ მომხმარებელს სხვაგან წასვლა არ დასჭირდება — აქ იქნება ყველაფერი ერთ სივრცეში.
"ჰუალინგ პლაზას სრული დეველოპმენტის ფარგლებში, დაგეგმილია მომხმარებლებისთვის განსხვავებული კონცეპტის სივრცეების შექმნა. ამ დროისთვის პლაზაში უკვე ფუნქციონირებს სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი, სადაც 60 000 სხვადასხვა დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი. დღეს Carrefour გაიხსნა, ასევე იმავე სართულზე ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხდება ტექნიკის წამყვანი ბრენდების შემოსვლა. ამ ეტაპზე, აქტიური მოლაპარაკების ეტაპზე ვართ ავეჯისა და ტექნიკის სხვადასხვა კომპანიასთან, ხოლო რაც უკვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, „ჰუალინგის“ ზღვის პლაზაში ახლო მომავალში ავეჯის მაღაზიები — Ashley და Embawood გაიხსნება. მოლის ახალი კონცეფციაა — ყველაფერი სახლისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს სახლისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქცია, დაწყებული სამშენებლო-სარემონტო მასალებით, დამთავრებული - ტექნიკით, ავეჯით, ტექსტილით და სახლის აქსესუარებით. გარდა ამისა, ვხსნით ფუნქციონალურ სივრცეებს, როგორებიცაა ფარმაცია და ბანკები.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვგეგმავთ Made In Georgia სივრცის გახსნას, სადაც ჩვენთან მოსული ადამიანი, ადგილობრივი წარმოების პარფიუმერიას, სასაჩუქრე ნივთებსა და სხვა მრავალფეროვან პროდუქციას შეიძენს.
ჩვენ გვაქვს თბილისში ერთ-ერთი უნიკალური საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო სივრცე. პანდემიამდელ პერიოდში აქ უამრავ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. მათ შორის იყო სხვადასხვა სახის პრეზენტაციები, კონფერენციები, გამოფენები. ჩვენი სივრცით სარგებლობდნენ როგორც კერძო პირები, ისე კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები. იმედი გვაქვს, პანდემიის დასრულების შემდეგ ,კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ამ მიმართულებით თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს", — აცხადებს თიკო მაღრაძე.
ჰუალინგ პლაზაში ციფრული და საოჯახო ტექნიკის ბრენდები, გეგმის თანახმად, 15 ოქტომბრიდან გაიხსნება. მათ შორის ისეთი ბრენდები როგორიცაა ალტა, ბეკო და ზუმერი. კომპანიაში ამბობენ, რომ პლაზა ყოველ ორ თვეში ერთხელ გახსნის სხვადასხვა კონცეპტის მაღაზიებს თავის სივრცეში, რასაც თან ახლდება გრანდიოზული აქციები და პრომო შეთავაზებები.
მისივე თქმით, ამჟამად აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს იუსტიციის სახლთან, ჰუალინგში ახალი ფილიალის გახსნის საკითხზე. ასეთი სერვისის შეტანა პლაზაში კიდევ უფრო გაუმარტივებს იურიდიული მომსახურების მიღებას ადგილობრივ მოსახლეობას.
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ჰუალინგ პლაზას ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, სადაც მოქალაქეებს ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ.
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
კომენტარები