ბილაინის აბონენტებს ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა უკვე შეუძლიათ
ფოტო: ბილაინი
ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის" წევრი, მომხმარებელს ვირტუალური სიმ ბარათით (eSIM) სარგებლობას სთავაზობს. eSIM- ი (Embedded SIM) სმარტფონში ჩაშენებული ვირტუალური სიმ ბარათია და აბონენტებს ყველა იმ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი. eSIM თანამედროვე გადაწყვეტაა, რომელიც მომხმარებელს უქმნის მნიშვნელოვან კომფორტს, აძლევს მოქნილობას და თავისუფლებას. გარდა ამისა, eSIM-ის გააქტიურება მარტივად და სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი — დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ბილაინის ვებგვერდის მეშვეობით. eSIM-ს აქვს არაერთი უპირატესობა ფიზიკურ ბარათთან შედარებით — ის არ ფუჭდება და არ იკარგება, მისი გამოცვლაც ონლაინაა შესაძლებელი.
ბილაინის eSIM-ის გააქტიურების პროცესი მარტივი ეტაპებისგან შედგება და საჭიროებს ტელეფონის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სმარტფონის მოდელის მითითებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვას და ფოტოს გადაღებას ვებგვერდის მეშვეობითვე. პროცესის დასასრულს, მომხმარებელი იღებს QR კოდს და მისი დასკანირებით ხდება eSIM-ის აქტივაცია.
კიდევ უფრო მეტი სიმარტივისთვის, ბილაინის ვებგვერდზე წარმოდგენილია აქტივაციის პროცესის აღმწერი ვიდეოები და დეტალური ინფორმაცია, როგორც iOS ასევე Android ოპერაციული სისტემების სმარტფონებისთვის.
eSIM-ის ღირებულება 5 ლარს შეადგენს. ბილაინის აბონენტებს ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შესაძლებლობაც აქვთ, ასევე სახლიდან გაუსვლელად და მისი ღირებულება 5 ლარს შეადგენს. როგორც eSIM-ის ყიდვის, ასევე ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შემთხვევაში აბონენტები ბილაინისგან 5GB ინტერნეტს საჩუქრად იღებენ.
eSIM-ის აქტივაცია ფიზიკურ სიმ ბარათთან ერთადაც ხდება, შესაბამისად აბონენტებს ერთდროულად ორი ნომრით სარგებლობა შეუძლიათ. ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობისთვის სმარტფონს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა. ასეთი სმარტფონების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბილაინის ვებგვერდზე.
"მოხარული ვარ, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო თანამედროვე გადაწყვეტა eSIM-ის სახით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ ნებისმიერ დროს, სმარტფონზე თავად გაიაქტიურონ ახალი სიმ ბარათი ან eSIM-ით შეცვალონ უკვე არსებული. ბილაინის მიზანია ყოველთვის მიაწოდოს მომხმარებელს საუკეთესო ციფრული პროდუქტები და მომსახურება, რომლებიც უმარტივებენ ჩვენი სერვისებით სარგებლობას და მათ მიღებას რეალურ დროში, როგორც და სადაც არ უნდა სჭირდებოდეთ“, — ამბობს ბილაინის გენერალური დირექტორი ლაშა ტაბიძე.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები