არ არის საკმარისი მტკიცებულებები საქმეში — შს მინისტრის მოადგილე ომბუდსმენის მოთხოვნაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 5 ივლისის საქმეზე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ ზურაბ მახარაძისა სპირიდონ ცქიფურიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს. მისი თქმით, სახალხო დამცველი დასჯის მოთხოვნისას მხოლოდ საჯარო განცხადებებს ეყრდონა და მას სისხლის სამართლის საქმესთან წვდომა არ აქვს.
"რაც გავეცანი სახალხო დამცველის განცხადებას, ის ეყრდნობა მხოლოდ საჯარო განცხადებებს და საჯარო ჩანაწერებს. სისხლის სამართლის მასალებთან მიმართებაში მას წვდომა არ ჰქონია, შესაბამისად, პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, თუკი არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ წაუყენოს კონკრეტულ პირს ბრალი, ბუნებრივია, მოხდება ამ პირის ბრალდება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე, არ არის საკმარისი მტკიცებულებები საქმეში", — ამბობს დარახველიძე.
მინისტრის მოადგილის აზრით, პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი გაუგებარია, რადგან საქმეზე 31 ადამიანი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული, 12 სისხლის სამართლის საქმე აქტიურ გამოძიებაშია და რამდენიმე პირის სახლში ჩატარებულია ჩხრეკა, მათ შორის, გაჩხრეკილია ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლიც.
"არაერთი პირი ვნახეთ ჩვენ გამოკითხვაზე დაბარებული, მათ შორის, იმ პირებზე, რომლებზეც საუბრობდნენ, რომ მათ მიმართ სახელმწიფო არის შემწყნარებელი, მათ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, არაერთი ნივთია ამოღებული, დანიშნულია მათზე ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება და თუ არ შეიკრიბა საკმარისი მტკიცებულებები, ბუნებრივია, ვერ მოხდება კონკრეტული პირის მიმართ ბრალის წარდგენა", — აცხადებს დარახველიძე.
დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა გამართულ ბრიფინგზე 5 ივლისის საქმეზე ძალადობრივი და პრორუსული არხის, ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანის, ზურაბ მახარაძისა და დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვა. მისი ცნობით, ომბუდსმენის აპარატმა აღნიშნული წინადადებით პროკურატურას უკვე მიმართა.
5-6 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციების ორგანიზატორები და ძალადობისკენ მომწოდებლები ამ დრომდე არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ცხადად ჩანს მახარაძის მიერ კონკრეტული ბრძანებების გაცემა, ასევე, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის სიტყვები, რომ ისინი "ვალდებულები არიან იძალადონ". ძალადობრივ აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, დაარბიეს თბილისი პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილის ოფისში შეჭრა და სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში. აქციაზე ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები