ყოველთვის არაბინარულად შეიძლება არ ვიდენტიფიცირდე, რადგან იდენტობის შეცნობას ვაგრძელებ — დემი ლოვატო
ფოტო: Demi Lovato / Youtube
ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, დემი ლოვატოს თქმით, იგი საკუთარი იდენტობის შეცნობას განაგრძობს.
მუსიკოსმა, რომელმაც მაისში განაცხადა, რომ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონეა, ცოტა ხნის წინ საკუთარი თავის აღმოჩენის გამოცდილებასა და თავის მიერ დანახულ მომავალზე ისაუბრა.
"არაბინარული გენდერული იდენტობის მქონედ ყოფნა ნიშნავს, რომ მე ბევრად მეტი ვარ, ვიდრე კაცისა და ქალის ბინარული სისტემა", — ამბობს ლოვატო, — "და ჩვენ ვართ ბევრად მეტი, თუკი საკუთარ თავს გულში ჩახედვის შესაძლებლობას მივცემთ და კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ბინარულ სისტემას, რომელშიც გავიზარდეთ".
მოგვიანებით, მომღერალმა დასძინა, რომ საკუთარ იდენტობაზე საუბრის დაწყებამდე ძალიან ნერვიულობდა, რადგან არ სურდა, ადამიანებს ეფიქრათ, რომ ეს შეუფერებელი ან არაგულწრფელი ნათქვამი იყო.
"უბრალოდ, მინდოდა, ხალხს დაენახა, რას ნიშნავს ქამინგ აუთი ჩემი გამოკეთების პროცესში".
ლოვატომ ასევე აღნიშნა, რომ თავის გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული კითხვების დასმა ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში დაიწყო, თუმცა, საკუთარი თავის შეცნობის პროცესი მუდამ გრძელდება.
"შეიძლება ისეთი დროც მოვიდეს, როცა ტრანსგენდერად ვიდენტიფიცირდები", — აღნიშნავს მომღერალი, — "შეიძლება მთელი ცხოვრება არაბინარული გენდერული იდენტობის მქონედ და გენდერულად არაკონფორმირებულ ადამიანად ვიდენტიფიცირდე. ან, შესაძლოა, ისეთი პერიოდი დადგეს, როცა ასაკი მომემატება და ქალად ვიდენტიფიცირდები".
მიუხედავად იმისა, რომ ლოვატოს თქმით, თავისი იდენტობის მომავალი ბუნდოვანია, იგი დასძენს, რომ ამჟამინდელ განსაზღვრებასთან თავს კომფორტულად გრძნობს.
"ეს ყველაფერი გახსნილობასა და თავისუფლებას უკავშირდება, მე კი ძალიან თავისუფალი პიროვნება ვარ, ამიტომ ეს ყველაფერი იმაშიც აისახება, თუ როგორ გამოვხატავ საკუთარ თავს", — დასძენს დემი.
აღსანიშნავია, რომ მომღერალი და მსახიობი წლების განმავლობაში იყო ლგბტქ უფლებების აქტიური მხარდამჭერი. დისნეის კიდევ ერთ ყოფილ ვარსკვლავთან, ნიკ ჯონასთან ერთად, მან დაგეგმილი ტურნეც კი გააუქმა ჩრდილოეთ კაროლინაში, როცა შტატში დისკრიმინაციული კანონი მიიღეს.
მარტის თვეში ლოვატომ ასევე განაცხადა, რომ იგი პანსექსუალია — რაც სექსუალური ორიენტაციაა და აღნიშნავს პიროვნებას, რომელსაც იზიდავს ნებისმიერი გენდერული იდენტობის მქონე ადამიანი.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები