თუ უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია, შეგვიძლია დავახვედროთ — ღარიბაშვილი სააკაშვილზე
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედის მერობის კანდიდატის წარსადგენ 12-წუთიან სიტყვაში პირველი 6 წუთი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარს დაუთმო. მან მიხეილ სააკაშვილს "მჩაგვრელი მასხარა" უწოდა.
"კაცი იყო 9 წელი პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის, ხალხმა ე.ი. მანდატი მისცა ამხელა და საკუთარი ნებით კაცმა დატოვა პასპორტი. შემდეგ გააძევეს თმების თრევით, ნახეთ, სახურავზე დახტოდა, შემდეგ თმების თრევით გააძევეს და გუშინ გამოვიდა რაღაცებს კიდე აქეთ ჭკუას გვარიგებს და იმუქრება. ასეთი მასხარების დრო ქვეყანაში დასრულებულია, მეგობრებო, და თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, შეგვიძლია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
შესავალი სიტყვა მან ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის მილოცვით დაიწყო და განაცხადა, რომ საქართველო ანწუხელიძის ქვეყანაა და არა "ლაჩარი სააკაშვილის".
"სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრების და მოღალატეების, რომლებმაც ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი აგვისტოს ომში. კაცმა, რომელიც იყო ე.წ. მთავარსარდალი, თქვენ ნახეთ კარგად, იმ დროს როცა გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხის და ჩვენი ტერიტორიების დაცვას, აი, ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელ მსოფლიოს სირცხვილი და ჩვენი ერის სირცხვილი აჩვენა მთელ მსოფლიოს მისი სახით", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან თქვა, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართულმა ოცნებამ "ღირსეული გამარჯვება მოიპოვა", იქამდე კი საქართველო პარადოქსების ქვეყანა იყო, მაშინ, როცა "ასეთი არაკაცების და ასეთი ლაჩრების ხელში იყო".
"საქართველოს თითოეულ კუთხეში იყო ტერორი და განუკითხაობა. პრაქტიკულად, მთავრობის მუნდირის ქვეშ, კრიმინალები მართავდნენ ქვეყანას. ეს იყო მაფიოზური სახელმწიფო სააკაშვილის დროს. მაფიოზური კლასიკური გაგებით: 5 კაცი მართავდა, დაჯდებოდა, გადაწყვეტდა — ამას დახვრეტა, ამას დაჭერა, ამას გაკულაკება, კონფისკაცია ბიზნესის.
თქვენ არ გახსოვთ, ათასობით ადამიანი დაზარალდა, ჩამოართვეს ოჯახებს ბიზნესები, სახლები, კარი, მშობლები დაუხოცეს და ათას სისაძაგლეს ჩადიოდნენ, ციხეებში რაც ხდებოდა: ადამიანების გაუპატიურება, ჩაგვრა და საშინელი უთანასწორობა და უსამართლობა, მეგობრებო, და ასეთმა უღირსმა ადამიანებმა არ იციან, რომ ჩვენ, ქართველები ყოველთვის ღირსებით გამოვირჩეოდით, ჩვენ ვართ თავისუფალი, თავისუფლების მოყვარული, ღირსეული ერი და მტკიცე და გაუტეხელი ერი", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
მერობის კანდიდატის წარდგენისთვის განკუთვნილი 12-წუთიანის სიტყვის მხოლოდ შუაში ღარიბაშვილმა უშუალოდ კანდიდატზე დაიწყო საუბარი, მანამდელი განცხადებები კი ასე შეაფასა:
"ეს ცოტა გართობისთვის, რა თქმა უნდა, ახლა რაც შეეხება საქმეს...".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები