თეგეტა მოტორსმა თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
ფოტო: თეგეტა მოტორსი
თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თეგეტა მოუწოდებს გუნდის წევრებს, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ. თეგეტა მწვანე ზონა - კომპანიაში ამ სახელწოდებით ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია მიმდინარეობს. თეგეტა თანამშრომლების Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად მოტივაციისთვის რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.
მსურველებისთვის თეგეტა აორგანიზებს მასობრივ ვაქცინაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში — რეგისტრაციისა და ვაქცინაციის კაბინეტებში ტრანსპორტირების უზრუნველყოფით.
ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაზრდელად კომპანიის შიგნით მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია — თეგეტას გუნდის წევრებს ყოველდღიურად ეგზავნებათ ცნობიერების ასამაღლებელი ინფორმაცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით. კვირაში ერთხელ იმართება შეხვედრა პროფესიონალებთან, ექიმებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან, რომლებიც თეგეტელების კითხვებს პასუხობენ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
საორგანიზაციო და საინფორმაციო ნაწილის გარდა კომპანიაში წამახალისებელი საჩუქრები და აქტივობებიც აქვთ პასუხისმგებლიანი თანამშრომლებისთვის, ვისაც ვაქცინაციით პანდემიასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეაქვს:
თანამშრომლები, რომლებიც 31 აგვისტომდე აიცრებიან დამატებითი დეიოფით და ბრენდირებული ნივთებით დასაჩუქრდებიან;
ასევე პირველ 5 ფილიალსა და დეპარტამენტს, რომლის 80% აიცრება და გახდება მწვანე ზონა კომპანია აღიარების ნიშნად პერსონალურ გასართობ ღონისძიებებს მოუწყობს;
ყოველ კვირეულად იმართება გათამაშება აცრილ თანამშრომლებს შორის, სადაც აქვთ შესაძლებლობა ელექტრო სკუტერი მოიგონ;
ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის იმართება შემეცნებითი აქტივობები — ფოტოგრაფიის მასტერკლასი, ლიტერატურული დისკუსიები ქართველ ავტორებთან ერთად და შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.
"თეგეტას გუნდმა პანდემიის პერიოდში პროფესიონალიზმისა და საერთო საქმისადმი თავდადების მაგალითი აჩვენა. ახლა ჩვენი გუნდი ვირუსის პრევენციისთვის, ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად ერთიანდება.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ჩვენი მიზანია, რომ თეგეტა გახდეს მწვანე ზონა — პირველი მასშტაბური კომპანია, სადაც თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი იქნება. რადგან ჩვენთვის გუნდის წევრების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია. ვაქცინაციას კი წესების დაცვასთან ერთად, უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა პანდემიის შესაჩერებლად.
თეგეტა მოტორსისთვის ვირუსის გავრცელების პრევენცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამისთვის, ვაქცინაციის წახალისების პარალელურად, კომპანიაში მკაცრად კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი რგოლის თანამშრომლები კი 2 კვირიანი როტაციით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე არიან გადაყვანილები.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები