ტეხასელი პოლიტიკოსი, რომელიც ვაქცინასა და პირბადეს ებრძოდა, კორონავირუსით გარდაიცვალა
ტეხასში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სკოტ აფლი, რომელიც ვაქცინაციას "თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას" უწოდებდა და პირბადეების საჯაროდ განადგურების ღონისძიებას მხარს უჭერდა, კორონავირუსით გარდაიცვალა.
ის სოციალურ მედიაში აქტიურად აქვეყნებდა პოსტებს იმაზე, რომ ვაქცინა არ მუშაობდა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ის საავადმყოფოში ფილტვების ანთების მსგავსი სიმპტომებით მივიდა, თუმცა ტესტმა კორონავირუსით ინფიცირება დაადასტურა. მოგვიანებით ექიმებს მისი სასუნთქ აპარატზე შეერთება მოუწიათ. ინფიცირებულნი იყვნენ მისი ცოლი და ახალშობილი შვილიც, თუმცა მათ ჰოსპიტალიზირება არ დასჭირდათ.
სკოტ აფლი 4 აგვისტოს გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია მისმა პარტიამ გაავრცელა. ის 45 წლის იყო. მსოფლიოში იზრდება კორონავირუსით გარდაცვლილი იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჯაროდ აკრიტიკებენ პირბადის მოხმარების რეკომენდაციას და უარს აცხადებენ აცრაზე, თუმცა მოგვიანებით ვირუსით იღუპებიან.
ალაბამელი ექიმი, ბრიტნი კობია ამბობს, რომ ის აუცრელი ადამიანები, რომლებმაც ოჯახის წევრები კორონავირუსით ინფიცირების შედეგად დაკარგეს, ვაქცინაციას მიმართავენ. ის დასძენს, რომ მძიმედ მყოფი ინფიცირებულები ინტუბირებამდე ვაქცინას ითხოვენ, რაც, სამწუხაროდ, დაგვიანებულია.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)-ს მიერ ავტორიზებული 4 ვაქცინით მიმდინარეობს. On.ge გთავაზობთ ინფორმაციას რეგისტრაციისა და ვაქცინების შესახებ.
როგორ დავრეგისტრირდეთ
ვაქცინაზე რეგისტრაცია ელექტრონულია და სპეციალურ პორტალზე, Booking.moh.gov.ge-ზე ხდება. თუ ამას ვერ ახერხებთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1522 და ოპერატორები დაგეხმარებიან.
პორტალზე შესვლისას გამოჩნდება ფანჯარა, სადაც მითითებულია საქართველოში ხელმისაწვდომი 4 ვაქცინა და მათი დარჩენილი რაოდენობა. აირჩიეთ ისეთი, რომელიც თქვენი ასაკისთვის დაშვებულია.
ამის შემდეგ გადადიხართ გვერდზე, სადაც პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოთ. ყურადღებით იყავით, მნიშვნელოვანია ყველა მონაცემი სწორად იყოს მითითებული.
ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, მობილურზე მოგივათ დასტური. ვაქცინაციისთვის მითითებულ დროსა და ადგილზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა.
ცნობისთვის, ვაქცინაციისათვის წინასწარი კვლევების ჩატარება ან მედიკამენტოზური მომზადება არ არის საჭირო. თუმცა, გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, კონსულტაციის შედეგად, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
რაც შეეხება ეფექტურობას, პროცენტული მაჩვენებელი ყველა ვაქცინისთვის ინდივიდუალურია. NCDC-ის თანახმად, ამ ეტაპზე გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობა მერყეობს 60%-დან 95%-მდე. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინები, რომელთაც მიენიჭათ ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მკაცრი მარეგულირებლის მიერ, 100%-ით ეფექტურია დაავადების მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის პრევენციის თვალსაზრისით.
Pfizer
ფაიზერით ვაქცინაციის დროს საჭიროა ორი დოზა. ამ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული. იგი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
საქართველოში ფაიზერით აცრა დაშვებულია 16 წლიდან ასაკის ადამიანებისთვის. პირველ და მეორე აცრას შორის უნდა იყოს 21-28 დღის ინტერვალი.
მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ.
AstraZeneca
ასტრაზენეკას ვაქცინას ასევე სჭირდება ორი დოზა. ეს არის ბრიტანულ-შვედური ვაქცინა და მას მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია. ასტრაზენეკას ვაქცინის შენახვის პირობები შედარებით მოქნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას ზრდის.
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინა რეკომენდირებულია 45 წლის და ზემოთ ადამიანებისთვის.
მეტი ინფორმაცია ასტრაზენეკას ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
Sinopharm
სინოფარმის ვაქცინას ორი დოზა, სჭირდება. ეს არის ჩინური ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს 45 ქვეყანაში გამოიყენება. სინოფარმის შენახვის პირობები მარტივია, (ინახება 2-8°C ტემპერატურაზე), რაც აადვილებს ვაქცინაციის პროცესს.
საქართველოში სინოფარმით აცრა დაშვებულია 18 წლიდან.
მეტი ინფორმაცია სინოფარმის ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
Sinovac
სინოვაკის ვაქცინას სჭირდება ორი დოზა. ეს არის ჩინური ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში გამოიყენება. სინოვაკის შენახვაც 2-8°C ტემპერატურაზეა შესაძლებელი, რაც აადვილებს ვაქცინაციის პროცესს.
საქართველოში სინოვაკით აცრა დაშვებულია 18 წლიდან.
მეტი ინფორმაცია სინოვაკის ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
ვაქცინაციის მნიშვნელობა
გახსოვდეთ, რომ ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქციანაცია ამცირებს ინფიცირების, ავადობის და სიკვდილიანობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ COVID-19 უკვე გადაიტანეთ, რადგან, არსებული მტკიცებულებებით, ინფექციის გადატანის შემდგომ არ ყალიბდება ხანგრძლივი იმუნიტეტი და ადამიანი კვლავ რჩება განმეორებითი ინფიცირების რისკის ქვეშ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემიის შესაჩერებლად, ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებელია პრევენციული ზომების გაგრძელება: ნიღბის ტარება, დისტანციისა და ხელის ჰიგიენის დაცვა.
როგორც ნებისმიერი ალერგენის შემთხვევაში, ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს ალერგიული რეაქცია, ასევეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზეც. ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, გქონიათ თუ არა რამეზე მწვავე ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით, თუ მდგომარეობა ეპინეფრინის გამოყენებას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვდა.
მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია) აცრების შემდეგ, ძირითადად, მყისიერად ვითარდება. NCDC ამბობს, რომ შესაბამისად მომზადებულ სამედიცინო პერსონალს მისი მართვა კარგად შეუძლია.
თუ სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ თავს შეუძლოდ იგრძნობთ და ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია გქონდეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
გამომდინარე იქიდან, რომ როგორც COVID-19, ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაც ახალია, ჯანდაცვის ექსპერტებმა ამ ეტაპზე ზუსტად არ იციან რამდენი ხნის განმავლობაშია დაცული ადამიანი ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ. თუმცა ზუსტად არის ცნობილი ის, რომ COVID-19-მა უამრავი გართულება და სიკვდილი გამოიწვია მსოფლიოში და ვაქცინაცია ამისგან გვიცავს.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
კომენტარები