უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს შვილებს ერთად მოუწევთ ამ ქალაქში ცხოვრება — მელია ბანერებზე
ფოტო: On.ge/ლანა კოკაია
თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ქალაქში ჰომოფობიური პლაკატების გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თბილისში სიძულვილის და ზიზღის ადგილი აღარ უნდა იყოს.
"ეს ქალაქი არის და უნდა იყოს ყველასი, გარდა სიძულვილისა. ამ ქალაქში სიძულვილის და ზიზღის ადგილი აღარ უნდა იყოს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი შვილები, ჩემი შვილი, რომელიც წელს სკოლაში მიდის, კახი კალაძის შვილები და სხვები ერთად უნდა ცხოვრობდნენ და ერთად მოუწევთ მათ ამ ქალაქში ცხოვრება, ერთ უნივერსიტეტებში, საერთო სკოლებში, სპორტულ დარბაზებში მოუწევთ სიარული და ვარჯიში. აქედან უნდა ამოვიდეთ და ჩვენი ფიქრი მხოლოდ ამ მიდგომას უნდა დავუქვემდებაროთ. ჩვენი ფიქრი უნდა იყოს მიმართული მომავლისკენ და მხოლოდ აქედან გამომდინარე უნდა ითქვას სიტყვაც კი, არათუ ქმედება", — თქვა მელიამ.
ამასთან, ნიკა მელია აღნიშნავს, რომ მიამიტობა იქნება იმის თქმა, თითქოს ეს პლაკატები ვინმეს გაუკვირდა და ძალიან ბევრი მიზეზია, რატომაც "გაკვირვებისთვის სივრცე აღარ დაგვიტოვეს". მან ეს მიზეზებიც ჩამოთვალა და მათ შორის თქვა ისიც, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქართული ოცნების ხელწერა ძალადობა, ზიზღი, შუღლის გაღვივება და ბოღმის ნთხევაა. მელია აღნიშნავს, რომ "ამ ზიზღის ფრქვევის კამპანიის ავანგარდში" დგანან მაღალი თანამდებობის პირები.
"ჩვენ ვიმსახურებთ თბილისს, სადაც სიძულვილი არ ჭარბობს პატივისცემას. ჩვენ ვიმსახურებთ ისეთ თბილისს, სადაც არ არის შურისძიება და მიტევებაა დომინანტი, ვიმსახურებთ, 2021 წელია", — განაცხადა მელიამ
დღეს, 24 ივლისს, თბილისის ქუჩებში კვლავ გამოჩნდა ბანერები წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას", თუმცა ამჯერად ჰომოფობიური შინაარსით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ბანერზე გამოსახულია არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები, ასევე, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი. გარდა ამისა, პლაკატზე არის ცისარტყელაც.
დამკვეთი ოფიციალურად უცნობია, თუმცა პლაკატებზე გამოსახულ ადამიანებს ეჭვი აქვთ, რომ ეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა. On.ge ამ საკითხზე მმართველ პარტიას დაუკავშირდა, სადაც ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ არაფერ შუაში არიან.
აღსანიშნავია, რომ ფასადებზე, მათ შორის დროებით რკინის კედლებზე პლაკატების გაკვრისთვის არაერთხელ დაუჯარიმებიათ აქტივისტები. On.ge თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ მზად არიან კანონის შესაბამისად იმოქმედონ და დააჯარიმონ ის ადამიანები, ვინც ფასადებზე პლაკატები გააკრა. თუმცა უწყების ინფორმაციით, მათი ვინაობა შსს-მ უნდა დაადგინოს.
მოგვიანებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა. უწყების თქმით, "ვრცელდება ინფორმაცია", რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე. მერიაში ამბობენ, რომ ეს უკანონო ქმედებაა.
"აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს თბილსერვის ჯგუფი, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში", — აცხადებენ მერიაში.
On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, საიდანაც პასუხს ველოდებით და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
წარწერა: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" თბილისში პირველად 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მაშინ სარეკლამო ბილბორდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, წარწერაზე კი სისხლი ჩანდა. ამ თემაზე საუბრისას ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ ბილბორდი მათი დაკვეთით არ გაკეთებულა და კერძო ინიციატივაა, თუმცა ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.
რამდენიმე დღეში ბილბორდებზე გამოჩნდა ახალი ფოტო, სადაც ენმ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სახეების უკან ყოფილი მაღალჩინოსნების სახეები იყო შესაბამისი წარწერებით: "ირჩევ ვაშაძეს, იღებ სააკაშვილს!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ახალაიას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ქარდავას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ვაშაძეს!".
მას შემდეგ, რაც 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები მედიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავს დაესხნენ რამდენიმე მოქალაქეს და დაარბიეს ორგანიზაციების ოფისები, სახელმწიფომ კი მათ დასაცავად ფაქტობრივად არაფერი გააკეთა, არაერთი აქცია გაიმართა. საპროტესტო ღონისძიებებს გეგმავენ მედიის წარმომადგენლებიც. 11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისის დარბევის მცდელობისას სცემეს. აქციები ამის შემდეგ უფრო აქტიური გახდა. მედია ითხოვს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ღარიბაშვილი კი ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები