არასამთავრობო სექტორი და მედია შარლ მიშელს მიმართავს — რას ითხოვენ ორგანიზაციები
სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავენ. წერილს ხელს აწერს 54 ორგანიზაცია, მათ შორის On.ge-ც. ხელმომწერთა სია განახლებადია. მიმართვა ეხება 5-6 ივლისის ძალადობას და ხელისუფლების უმოქმედობას, დამნაშავეების დაუსჯელობას, ასევე, შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების არშესრულებას.
"დღეს, ისე როგორც არასდროს, მოველით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ერთად დადგებიან ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დასაცავად. გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე და იმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ", — აღნიშნულია წერილში.
ხელმომწერი ორგანიზაციები მადლობას ვუხდით შარლ მიშელსა და ევროკავშირის ელჩს იმ ძალისხმევისა და უწყვეტი ჩართულობის გამო, რასაც საქართველოში კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდასაჭერად ახორციელებენ. წერილშივე აღნიშნულია, რომ ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ამ ძალისხმევას კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე.
"ამ თვეში დაშვებულმა ჰომოფობიურმა ძალადობამ საფუძველი შეურყია ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებებს და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები. საქართველოს მთავრობამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და წაახალისა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობა, რომლებიც აგრეთვე სარგებლობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხარდაჭერით. “თბილისი პრაიდის” მსვლელობა გაუქმდა, ხოლო ულტრამემარჯვენე მოძალადე ჯგუფები არასაკმარისი საპოლიციო დაცვის ფონზე, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. ამ ძალადობის შედეგად ფიზიკურად დაზიანდა ათობით ჟურნალისტი, გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. საზოგადოება მძიმედ არის ტრავმირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიჩინეს უპრეცედენტო სოლიდარობა და მზაობა, რომ დაიცვან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და თანასწორობა.
მიუხედავად რამდენიმე პირის დაკავებისა, ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, მმართველი პარტია აგრძელებს მედიაზე თავდასხმას, კრიტიკულ მედიასაშუალებებს კი ბოიკოტს უცხადებს, რითაც არღვევს საქართველოს ვალდებულებებს, დაიცვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები", — აღნიშნულია წერილში.
გარდა ამისა, მიმართვაში საუბარია შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების არშესრულებაზე.
"მმართველმა პარტიამ არ შეასრულა ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციით 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. ამით მან კიდევ უფრო შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ სასამართლოს არსებითი რეფორმის განხორციელებამდე შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები, მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დაამტკიცა. „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო კრიტიკა როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მხრიდან.
არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ძირეულად შეიცვალოს ქვეყნის საარჩევნო სისტემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა კვლავ პრობლემურია. თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობისა და სერიოზული დარღვევების ალბათობის გამო საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორები ინტენსიურად უნდა დააკვირდნენ და შეისწავლონ საარჩევნო პროცესი", — აღნიშნულია წერილში.
შარლ მიშელისადმი მიმართვას ამ დროისთვის ხელს აწერენ:
- Alliance of Broadcasters — AB / მაუწყებელთა ალიანსი
- Institute for Development of Freedom of Information — IDFI / ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- International Society for Fair Elections and Democracy — ISFED / სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- Transparency International - Georgia / საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
- Georgian Young Lawyers Association — GYLA / საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- Georgian Charter of Journalistic Ethics / საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- Georgian Democratic Initiative — GDI / საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- Georgian Association of Small and Medium Telecommunication Operators /საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
- Rights Georgia / უფლებები საქართველო
- Open Society Foundation / ღია საზოგადოების ფონდი OSGF
- Georgian Regional Media Association —GRMA / საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
- Liberal Academy Tbilisi / ლიბერალური აკადემია თბილისი
- Media Development Fund / მედიის განვითარების ფონდი
- Media Rights / მედიის უფლებები
- Media Club / მედია კლუბი
- TV Network / სატელევიზიო ქსელი
- Civil Society Institute (CSI) — სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
- Democracy Research Institute (DRI) / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- Human Rights Center (HRC) / ადამიანის უფლებათა ცენტრი
- Shame Movement / მოძრაობა სირცხვილია
- Social Justice Center / სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- Sapari / საფარი
- Partnership for human rights / პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
- Pen Center / პენცენტრი
- Media and Communication Educational and research Center / მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC)
- Independent Journalists’ House /თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
- Green Sector / მწვანე სექტორი
- Mtavari arkhi / მთავარი არხი
- Formula / ფორმულა
- TV PIRVELI /ტვ პირველი
- TV Kavkasia / ტელეკომპანია კავკასია
- Media Holding Hereti / მედიაჰოლდინგი ჰერეთი
- Newspaper Batumelebi /გაზეთი ბათუმელები
- Netgazeti /ნეტგაზეთი
- Indigo Media / ინდიგო მედია
- Publika / პუბლიკა
- Tabula / ტაბულა
- Media Holding Kronika / მედიაჰოლდინგი ქრონიკა
- On.ge
- Media.Ge
- Investigative Journalists’ Team “iFact” / გამომძებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი"
- Internews Georgia /ინტერნიუსი საქართველო
- Openrustavi.Ge
- Media Group Rusavi / რუსთავის მედია ჯგუფი
- Guriismoambe.com / გურიის მოამბე
- Metronom.ge
- Kutaisi Today /ქუთაისი თუდეი
- Radio old town / რადიო ძველი ქალაქი
- Dailyinfo.ge
- At.ge
- FirtsNews.ge
- News Agency Expressnews
- TV akhali / ტელეკომპანია ახალი
- TV Odishi / ტელეკომპანია ოდიში
დღეს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც უკრაინისა და მოლდვის პრეზიდენტებთან ერთად, შარლ მიშელიც ესწრება.
-
ილჰამ ალიევმა ირანელ ხალხს უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა ილჰამ ალიევმა ირანელ ხალხს უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსში Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ თეგეტა მოტორსში Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები
-
ტეილორ სვიფტის მუსიკა ბავშვებს მეცადინეობაში ეხმარება? — რას ამბობს ახალი კვლევა ტეილორ სვიფტის მუსიკა ბავშვებს მეცადინეობაში ეხმარება? — რას ამბობს ახალი კვლევა
გადახედვა
-
როგორ ვაქციოთ განსაკუთრებულად დედის დღე თიბისისთან ერთად? როგორ ვაქციოთ განსაკუთრებულად დედის დღე თიბისისთან ერთად?
-
მუქარის შეტყობინებები ირანელებს: გუშაგთა კორპუსი ქუჩაში გასვლას კრძალავს მუქარის შეტყობინებები ირანელებს: გუშაგთა კორპუსი ქუჩაში გასვლას კრძალავს
გადახედვა
-
"აკრძალული AI" ირანის წინააღმდეგ: აშშ-ის არმიამ, სავარაუდოდ, იერიშისას Claude გამოიყენა "აკრძალული AI" ირანის წინააღმდეგ: აშშ-ის არმიამ, სავარაუდოდ, იერიშისას Claude გამოიყენა
გადახედვა
-
ხამენეის ჭირისუფლები მსოფლიოს გარშემო — ფოტოები ხამენეის ჭირისუფლები მსოფლიოს გარშემო — ფოტოები
გადახედვა
-
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ბაქტერია ისე შეცვალეს, რომ მან სიმსივნის შიგნიდან შეჭმა შეძლოს მეცნიერებმა ბაქტერია ისე შეცვალეს, რომ მან სიმსივნის შიგნიდან შეჭმა შეძლოს
გადახედვა
-
აშშ-ის სახდეპი და სპარსეთის ყურის ქვეყნები: ისლამური რესპუბლიკის ქმედებები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას, რომელიც არღვევს მრავალი სახელმწიფოს სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას აშშ-ის სახდეპი და სპარსეთის ყურის ქვეყნები: ისლამური რესპუბლიკის ქმედებები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას, რომელიც არღვევს მრავალი სახელმწიფოს სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი
-
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები დღესაც გაუქმდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები დღესაც გაუქმდა
გადახედვა
-
კაია კალასი: ალი ხამენეის გარდაცვალება გარდამტეხი მომენტია ირანის ისტორიაში, რა მოხდება შემდეგ, გაურკვეველია. თუმცა, ახლა იხსნება გზა სხვაგვარი ირანისკენ კაია კალასი: ალი ხამენეის გარდაცვალება გარდამტეხი მომენტია ირანის ისტორიაში, რა მოხდება შემდეგ, გაურკვეველია. თუმცა, ახლა იხსნება გზა სხვაგვარი ირანისკენ
გადახედვა
-
Wizz Air, 7 მარტის ჩათვლით, ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის, ამანისა და საუდის არაბეთის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს Wizz Air, 7 მარტის ჩათვლით, ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის, ამანისა და საუდის არაბეთის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს
გადახედვა
-
BTS ახალი ალბომითა და მსოფლიო ტურნეთი ბრუნდება — ყველაფერი, რაც ვიცით BTS ახალი ალბომითა და მსოფლიო ტურნეთი ბრუნდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
5 საბედისწერო შეცდომა, რომლებსაც დამწყები ინვესტორები უშვებენ — და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან? 5 საბედისწერო შეცდომა, რომლებსაც დამწყები ინვესტორები უშვებენ — და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან?
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს არაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს
გადახედვა
-
კახა კალაძე შაბათს და კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს კახა კალაძე შაბათს და კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ის ფარგლებში ასტრონავტები მთვარეზე აღარ დაეშვებიან მისია Artemis 3-ის ფარგლებში ასტრონავტები მთვარეზე აღარ დაეშვებიან
გადახედვა
-
კაია კალასი: EU ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და თავი შეიკავოს დესტაბილიზაციისგან კაია კალასი: EU ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და თავი შეიკავოს დესტაბილიზაციისგან
გადახედვა
კომენტარები