"მთავარმა არხმა, TV პირველმა და ფორმულამ გადაკვეთეს წითელი ხაზი" — კრიტიკული მედია ღარიბაშვილის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს
ფოტო: საქართველოს მთავრობა
მთავარი არხი, TV პირველი და ფორმულა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. On.ge-მ მიზეზი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს ჰკითხა, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა და მიზეზად დაასახელა ის, რომ ამ სამ არხს "კითხვებზე პასუხები არ აინტერესებს" და ისინი მუდმივად "დესტრუქციულად" იქცევიან.
"პრემიერმინისტრი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, დღესაც მან ყველა ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა. მთავარ არხს, TV ტვ პირველს და ფორმულას არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ მთავარმა არხმა, TV პირველმა და ფორმულამ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერმინისტრის წინააღმდეგ.
შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე", — აცხადებენ პრესსამსახურში.
On.ge-ს კითხვას, მიიწვევენ თუ არა ამ სამ ტელევიზიას ღარიბაშვილის სხვა ღონისძიებებზე, პრესსამსახური ჯერ არ პასუხობს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
ღარიბაშვილი დღეს მახათას მთაზე იმყოფებოდა, სადაც "ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერა, შემდეგ კი მედიასთან კომენტარი გააკეთა. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებიან მხოლოდ რუსთავი 2-ის, იმედისა და POSTV-ის წარმომადგენლები.
როგორც On.ge-ს მთავარი არხის მთავარმა პროდიუსერმა უთხრა, პრესსამსახურმა მათ ამ ღონისძიების შესახებ საერთოდ არ გააგებინა. მისი განმარტებით, ამგვარი საორგანიზაციო საკითხების შესახებ მთავრობის პრესსამსახურისა და ტელევიზიის საერთო ჩათში იწერება, სადაც დღეს შეტყობინება არ მოსულა.
"ტელევიზიებს და მთავრობის პრესსამსახურს გვაქვს საერთო ჩათი, სადაც ანონსი იდება. დღეს არაფერი დაწერილა. ერთ-ერთი სამთავრობო მედიის წარმომადგენელმა უბრალოდ იკითხა, პარამეტრები იქნება თუ არაო და ეგრევე წაშალა. მერე უცებ ვნახეთ სპეცგამოშვება სამთავრობო არხებზე, რომ პრემიერი იყო სადღაც წასული", — ამბობს გილიგაშვილი.
ჩათთან დაკავშირებით ანალოგიურ ინფორმაციას გვაწვდის ტელეკომპანია ფორმულას საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნანა ინწკირველიც. მისი თქმითაც, პრემიერის ღონისძიების შესახებ მაშინ გაიგეს, როცა სხვა არხზე პირდაპირი ეთერი დაიწყო. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ტიპის ღონისძიების შესახებ არ შეატყობინეს.
"ინფორმაცია მოგვდიოდა მეილზეც და საერთო ჩათშიც, უფრო საერთო ჩათს ვიყენებთ, სადაც წინა დღით გვატყობინებენ მსგავსი ღონისძიების შესახებ და თუ საერთო სიგნალია, პარამეტრებსაც გვაძლევენ ხოლმე. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრემიერის ღონისძიებაზე მედია ასე გაყოფილია და არ მიგვიწვიეს", — ამბობს ნანა ინწკირველი.
TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე განმარტავს, რომ ეს ჩათი გიორგი გახარიას დროს შეიქმნა, სადაც ყველა ღონისძიების ანონსი, ასევე, განცხადებები და სატელევიზიო პარამეტრები იგზავნება. მისი თქმით, ასეთი იყო პრაქტიკა დღემდე.
"დილით ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენელს შეეშალა და მოიკითხა სატელევიზიო სიგნალის პარამეტრები და მომენტალურად წაშალა. ცხადი იყო, რომ იყო ღონისძიება, რომელსაც გვიმალავდნენ. ჩვენ მივასწარით მისვლა, ღარიბაშვილი ამ როს უკვე ტოვებდა ტერიტორიას. ოღონდ სანამ მანქანის ბოლო ესკორტი არ გავიდა, დაცვამ არ შეგვიშვა. პრემიერი გაექცა და დაემალა კრიტიკული ჟურნალისტების კითხვებს", — ამბობს ნოდარ მელაძე.
მისი აზრით, პრესსამსახურის განცხადება არის მტკიცებულება, რომ ეს არის პრემიერმინისტრის ოფიციალური განაცხადი, რომ საკუთარ ანგარიშვალდებულებაზე ამბობს უარს
"სხვათა შორის, პირველად იყო, რომ პრემიერმინისტრმა დაადასტურა მედიის დაბლოკვის ამბავი. მანამდე ხომ სხვადასხვა მიზეზს იგონებდნენ და ახლა ოფიციალური დასტური გვაქვს, რომ პრემიერმინისტრმა დაბლოკა ჟურნალისტები საკუთარ ღონისძიებაზე. ასე არის, მაგალითად, რუსეთში, როდესაც პუტინი ღონისძიებაზე არ უშვებს დოჟდს ან მედუზას. ზუსტად იგივე მეთოდები გადმოიტანა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება".
პრემიერმინისტრის პრესსამსახურის განხადებას გამოეხმაურა რუსთავი 2. ტელეკომპანია მიიჩნევს, მედიის დაყოფა დაუშვებელია და ნებისმიერ ჟურნალისტს უნდა მიეცეს სამთავრობო ღონისძიებაზე დასწრების და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის კითხვის დასმის საშუალება.
მას შემდეგ, რაც 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები მედიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავს დაესხნენ რამდენიმე მოქალაქეს და დაარბიეს ორგანიზაციების ოფისები, სახელმწიფომ კი მათ დასაცავად ფაქტობრივად არაფერი გააკეთა, მედიის წარმომადგენლებმა არაერთი აქცია გამართეს. 11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისის დარბევის მცდელობისას სცემეს. აქციები ამის შემდეგ უფრო აქტიური გახდა. მედია ითხოვს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ღარიბაშვილი კი ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს. ასევე, ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ის ახალისებს ძალადობას.
-
ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
საია: სახელმწიფო ვალდებულია ელენე ხოშტარიას ადეკვატური მკურნალობა და სამოქალაქო კლინიკაში დროული გადაყვანა უზრუნველყოს საია: სახელმწიფო ვალდებულია ელენე ხოშტარიას ადეკვატური მკურნალობა და სამოქალაქო კლინიკაში დროული გადაყვანა უზრუნველყოს
გადახედვა
-
ზაფხულის ცხელ დღეებს რომ უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს რომ უხდება
-
ლანა ღოღობერიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანა და ეს საკამათო და საფიქრალია ლანა ღოღობერიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანა და ეს საკამათო და საფიქრალია
გადახედვა
-
მილი ბობი ბრაუნი და დევიდ ჰარბორი ახალ სერიალში კვლავ მამა-შვილის როლებს მოირგებენ მილი ბობი ბრაუნი და დევიდ ჰარბორი ახალ სერიალში კვლავ მამა-შვილის როლებს მოირგებენ
გადახედვა
-
სახელმწიფო უწყებებისთვის კიდევ 164 ჰიბრიდული ავტომობილის შესასყიდად ₾10 მლნ-ზე მეტი გამოიყოფა სახელმწიფო უწყებებისთვის კიდევ 164 ჰიბრიდული ავტომობილის შესასყიდად ₾10 მლნ-ზე მეტი გამოიყოფა
გადახედვა
-
ქეთევან ბაკარაძე: მესამე დღეა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დუმს პარლამენტში, მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე ქეთევან ბაკარაძე: მესამე დღეა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დუმს პარლამენტში, მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე
გადახედვა
-
თერმო ცენტრში პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორების ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ თერმო ცენტრში პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორების ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ
-
თიბისის პირველი UX დიზაინერი — გიორგი სოსებაშვილი: ინტერვიუ დიზაინზე, გუნდზე და მომავალზე თიბისის პირველი UX დიზაინერი — გიორგი სოსებაშვილი: ინტერვიუ დიზაინზე, გუნდზე და მომავალზე
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
-
ქვიზი: გამოიცანი კალათბურთის მოთამაშე სილუეტით ქვიზი: გამოიცანი კალათბურთის მოთამაშე სილუეტით
-
ანტარქტიდის პირველი დინოზავრის ძვალი უჯრაში შენახული იპოვეს ანტარქტიდის პირველი დინოზავრის ძვალი უჯრაში შენახული იპოვეს
გადახედვა
-
ისრაელში საქართველოს ელჩად ბექა დვალი დაინიშნა ისრაელში საქართველოს ელჩად ბექა დვალი დაინიშნა
გადახედვა
-
6 ჩვევა ძილის გასაუმჯობესებლად 6 ჩვევა ძილის გასაუმჯობესებლად
-
ისრაელმა სომეხთა გენოციდი აღიარა ისრაელმა სომეხთა გენოციდი აღიარა
გადახედვა
-
რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპაში — ჯანმოს განცხადებით, მსხვერპლი 1 300-ს აჭარბებს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპაში — ჯანმოს განცხადებით, მსხვერპლი 1 300-ს აჭარბებს
გადახედვა
-
ევროპაში რეკორდული სიცხის გამო 1300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ევროპაში რეკორდული სიცხის გამო 1300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სიახლე PSP-ში — ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან სიახლე PSP-ში — ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
-
მზადება ახალი თავგადასავლისთვის — თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება მზადება ახალი თავგადასავლისთვის — თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
-
ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა
გადახედვა
-
ისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით — Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მალე დასრულდება ისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით — Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მალე დასრულდება
კომენტარები