გოლეთიანი კვლავ ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს და მიიჩნევს, რომ "პროტესტი უნდა არსებობდეს"
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება
ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ისევ ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პრაიდთან დაკავშირებით საზოგადოებაში პროტესტი სულ იარსებებს, რადგან ეს "გარკველწილად ზნეობის საკითხია". მას მიაჩნია, რომ პროტესტი საჭიროც არის, არსებობდა და იარსებებს ამის შემდეგაც.
"თუ ვსაუბრობთ იმაზე, რატომ არსებობს პროტესტი პრაიდთან დაკავშირებით, მგონია, რომ არასერიოზული დაყენებაა საკითხის და ვფიქრობ, განხილვადაც არ ღირს, იმიტომ, რომ ეს პროტესტი პრაიდის მისამართიც ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. იმიტომ, რომ ეს არის გარკვეულად ზნეობის საკითხი და კიდევ ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, რაც ფუნდამენტად უდევს, ზოგადად, სახელმწიფოს", — თქვა მან მაუწყებელთან.
რაც შეეხება, როგორ უნდა იყოს გამოხატული ეს პროტესტი, ამბობს, რომ აქ შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები დაისვას. მას, ასევე, მიაჩნია, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფები საბოლოო ჯამში "ერთმანეთს კვებავენ".
"ის, რაც ვნახეთ 5 ივლისის აქციაზე, ვგულისხმობ ფიზიკურ ანგარიშსწორებებს, რა თქმა უნდა, აქ უკვე ბევრი პრობლემაა და მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის ალბათ იმ საკვების მიცემა იმ მხარეზე, რომელიც აინიცირებს ამ ღონისძიებას, ვგულისხმობ პრაიდის ორგანიზატორებს", — განაცხადა გოლეთიანმა.
მან, ასევე, TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე მწუხარება გამოთქვა.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5 ივლისს 53 ჟურნალისტი დაშავდა. მათგან ერთი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივნისს გარდაიცვალა.
ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.
"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]
ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.
მედიის წარმომადგენლები 6 ივლისსაც დაშავდნენ. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დღის ბოლოს კი, შსს-მ თქვა, რომ დაკავებული იყო მხოლოდ 8 პირი და ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით.
რაც შეეხება 6 ივლისის აქციას, ამ შემთხვევაში პოლიცია მოძალადეებს აქტიურად აკავებდა, თუმცა ისინი მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც.
ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან შეიკრიბნენ და იმუქრებოდნენ, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ. ისინი თავს დაესხნენ სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებს, ასევე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი საშუალება შეაგდეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიიყვანეს ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 — TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
გაიგე მეტი:
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
-
ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი
გადახედვა
-
How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემებია ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ხელისუფლება ღრმა კრიზისშია სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემებია ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ხელისუფლება ღრმა კრიზისშია
გადახედვა
-
პრინცი ჰარი და მეგანი 6 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან პრინცი ჰარი და მეგანი 6 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან
გადახედვა
-
განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება 1 წლით გადაუვადა განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება 1 წლით გადაუვადა
გადახედვა
-
14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გადახედვა
-
სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
"გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე სახლს იშენებს "გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე სახლს იშენებს
გადახედვა
-
ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
გადახედვა
-
ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
კომენტარები