დააფიქსირეს დედამიწის მსგავსი პლანეტები, რომლებიც ვარსკვლავის გარშემო არ მოძრაობენ
მეცნიერთა ჯგუფმა მოახერხა თავისუფლად მოტივტივე, დედამიწის ზომის ეგზოპლანეტების მთელი პოპულაციის აღმოჩენა, რომლებიც კოსმოსში ვარსკვლავის გარშემო არ მოძრაობენ. ამ შორეული პლანეტების დაფიქსირება გრავიტაციული ლინზირების კერძოდ კი მიკროლინზირების საშუალებით მოხდა.
ეს აღმოჩენა განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ კეპლერის ტელესკოპმა პირველად შეძლო ასეთი მცირე მიკროლინზირების მოვლენის მიღება.
კეპლერის ტელესკოპი მსგავსი გამოყენებისთვის არაა განკუთვნილი, მეცნიერებს სრულიად ახალი ტექნიკის შემუშავება მოუწევთ რათა ორბიტალური ტელესკოპის მონაცემები უფრო სხვა კუთხით გააანალიზონ.
რა თქმა უნდა, ამისთვის უკიდურესი სიზუსტეა საჭირო, რადგან ეს სიგნალები განსაკუთრებით მცირეა. ამ დაკვირვებისას წარმატების შანსები ძალიან დაბალია. აინშტაინი ფიქრობდა, რომ მეცნიერები ვერასდროს დააკვირდებოდნენ მსგავსი ტიპის მცირე მოვლენებს.
"ჩვენ ვცდილობთ რომ ამ აურზაურიდან პლანეტების მიერ გამოწვეული სახასიათო მცირე სიკაშკაშე დავიჭიროთ და ამისათვის მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს, რათა ვნახოთ სიგნალი სანამ ის გაქრება. ეს დაახლოებით იგივეა რომ საავტომობილო გზის შუანაწილში ციცინათელას წამიერი ნათების ტელეფონით დაფიქსირება გიწევდეს", — განცხადა კვლევის ლიდერმა ლაინ მაკდონალდმა.
პლანეტების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, მსგავსი ტიპის კვლევები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ირმის ნახტომის გალაქტიკის შესასწავლად.
კომენტარები