არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ილიაუნის სტუდენტთა მონაწილეობით, გრემის ტაძარში ლევან ბაგრატიონის აკლდამა აღმოაჩინა
გრემის მთავარანგელოზის ტაძარში ეროვნული მუზეუმის მიერ დაგეგმილმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ბახტაძე ხელმძღვანელობდა და რომელშიც ილიაუნის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები მონაწილეობდნენ, ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამა გამოავლინა.
ლევან მეფეს დიდი ღვაწლის გამო შთამომავლობამ "დიდის" და "აღმშენებლის" ზედწოდებანი მიანიჭა. მან 54 წელი იმეფა (1518-1574 წწ.) ერთიანი საქართველოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ კახეთის სამეფოში და მისი გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით ქვეყანამ არნახულ სტაბილურობასა და ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია.
მართალია ისტორიული წყაროებისა და გადმოცემების მიხედვით (მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებითაც) ეს დიდი მოღვაწე ქალაქ გრემში, მისივე ძალისხმევით აგებულ მთავარანგელოზთა ტაძრის კომპლექსში, უნდა ყოფილიყო დაკრძალული, მაგრამ ამ განსასვენებლის კონკრეტული ადგილი უცნობი იყო, რადგან საფლავის ქვა ან სხვა ზედმიწევნითი მინიშნება არ არსებობდა.
მიმდინარე არქეოლოგიური კვლევის დროს ტაძრის დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, შემაღლებული პლატფორმის ქვეშ, კედელზე გამოსახული ტაძრის გვირგვინოსანი ქტიტორის, ლევან მეფის ფერწერული გამოსახულების წინ გამოვლინდა აგურით საგულდაგულოდ გამოყვანილი, თაღური კამარით გადახურული აკლდამა, რომელშიც ორსაფეხურიანი დრომოსით ჩადიოდნენ.
აკლდამაში დადასტურდა ლევან მეფის ნეშტის სავარაუდო ნაწილები და მე-16 საუკუნის რამდენიმე ნაკეთობა. მეფესთან საბოლოო იდენტიფიცირებისთვის მოპოვებული ნეშტის ფრაგმენტებისა და აკლდამის ინტერიერიდან უკვე აღებული სხვა ნიმუშების კვლევა ტექნიკური მეთოდებით ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებში, აგრეთვე საზღვარგარეთის სპეციალიზებულ ლაბორატორიებში.
ექსპედიციის მონაწილე ჯგუფი
- პროფესორი ნოდარ ბახტაძე, ექსპედიციის ხელმძღვანელი.
- არქეოლოგიის დოქტორი, ვაჟა მამიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული)
არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები:
- გიორგი ადუაშვილი
- მარიამ წიქარაშვილი
- ქეთი წივილაშვილი
- საბა გაბიძაშვილი
ექსპედიცია დაიგეგმა ეროვნული მუზეუმის მიერ ყვარლის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციების სერიის ფარგლებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტები რეგულარულად მონაწილეობენ ყვარლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციებში კურსის "საველე არქეოლოგიური პრაქტიკა" ფარგლებში.
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები