თბილისი, ქუთაისი, ბათუმი — ნიკოს და RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება
ფოტო: ევროპაბეთი
მასშტაბური კედლების შემდეგ მოძრაობა ნიკო კალათბურთის სტადიონების მოხატვას შეუდგა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში უბნის სპორტული მოედნები ნიკოს ორგანიზებით გიგანტური ნახატებით დაიფარა. კალათბურთის სტადიონები ცნობილმა არტისტებმა მოხატეს.
ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5 მოედანი გახდება. პროექტის ფარგლებში უკვე მოიხატა 3 სხვადასხვა მოედანი 3 სხვადასხვა ქალაქში — ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. პროექტის მიზანი ერთგვარი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა, უბნის სტადიონების გაცოცხლება და სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზებაა.
თბილისი
პირველი სტადიონი თბილისში, ვაზისუბანში, სანდრო ციცქიშვილმა (ციცქო) მოხატა. 145 ლიტრი საღებავით საკალათბურთო მოედნის 198-კვადრატულმეტრიანი ფართობი დაიფარა. სტადიონზე გამოსახულია პორტრეტი, რომელიც სანდროს და დანტეს კოლაბორაციული ხატვის დროს შეიქმნა. ხატვის პროცესი დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდა, რადგან ესკიზი სტადიონზე ტექნიკურად საკმაოდ რთული გადმოსატანი იყო.
სტადიონი ვაზისუბანში — მხატვარი: სანდრო ციცქიშვილი (ციცქო)
ფოტო: ევროპაბეთი
"სტადიონის მოხატვა ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო, რადგან მუშაობა გვიწევდა ზედაპირზე, რომელზეც ჩვენთვითონ ვიდექით. ვერტიკალური კედლებისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში საერთო სურათის დანახვა რთული იყო. დროდადრო საჭირო იყო დრონის გამოყენება, რათა დაგვენახა, თუ რა ეტაპზე იყო ნამუშევარი და ხომ არ იყო რაიმე შეცდომა დაშვებული. საბოლოო ჯამში მიღებულმა სურათმა გვიჩვენა, რომ რაც უფრო რთულია გამოწვევა, მით უფრო ეფექტურია შედეგი. მთავარი სათქმელი არის მოწოდება, კოლაბორაციისკენ და ერთობისკენ, ამას კალათბურთის სტადიონიც კარგად უზრუნველყოფს მაშინ, როდესაც მასზე სხვადასხვა ადამიანები იკრიბებიან და კალათბურთს თამაშობენ", — ამბობს ციცქო.
ციცქო, იგივე სანდრო ციცქიშვილი — 30 წლის, არტ დირექტორი. სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, რესტავრაციის ფაკულტეტზე, თუმცა სწავლა ბოლომდე არ მიუყვანია. შემდეგ მოხვდა ლონდონში, Central st.Martins College -ში, სადაც გრაფიკული დიზაინის ბნელ კუთხეებში საფუძვლიანად შეიჭყიტა. უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში უმუშავია ასობით სარეკლამო პროექტზე, მოუგია ბევრი პრესტიჟული და ნაკლებად პრესტიჟული ჯილდო. დღეს ფიქრობს, რომ გააფართოოს ვიზუალური დისციპლინების დიაპაზონი და ამჯერად თავი ქუჩის მხატვრობაში გამოცადოს.
ქუთაისი
ქუთაისის მოედანზე ავსტრიელმა მხატვარმა მანუელ სკირლმა იმუშავა. არტისტს მოედანზე სამუშაოების შესასრულებლად 3 დღე დასჭირდა. საერთო ჯამში, ქუთაისში 220 ლიტრი საღებავი გამოიყენეს. მხატვარმა ესკიზის შესრულებისას თავისი კლასიკური სტილი გამოიყენა.
სტადიონი ქუთაისში მხატვარი: მანუელ სკრილი
ფოტო: ევროპაბეთი
"ჩემი ინსპირაცია, რა თქმა უნდა, ესკიზი იყო. ვცდილობდი, გეგმას მივყოლოდი, თუმცა იმპულსურიც ვარ. ამინდის გათვალისწინებით ნახატის დასრულებას 3 დღე დასჭირდა. ეს შეუძლებელი იქნებოდა კარგი ორგანიზებისა და საოცარი დახმარების გარეშე. ეს ჩემთვის მოედნის ზედაპირის მოხატვის პირველი შემთხვევა იყო და უნიკალური გამოცდილება მივიღე", — განაცხადა ავსტრიელმა მხატვარმა.
მანუელ სკრილი დაიბადა ავსტრიაში, ვენაში. მუშაობდა გრავიურებზე და საბავშვო ბაღში. გრაფიტებს თინეიჯერობის ასაკიდან ხატავს.
ბათუმი
კრისტიან ჰინცმა, იგივე კერამ, პროექტის ფარგლებში მესამე სტადიონი ქალაქ ბათუმში მოხატა. გერმანელი მხატვრის ნამუშევარი არის აბსტრაქტული და გეომეტრიული. იგი თამაშობს ფორმებით და დინამიკით, რათა მიიღოს ძლიერი და ჰარმონიული სურათი, რომლის მთლიანი დინამიკა მიმართულია კალათისკენ. კერამ ბათუმის მოედნის მოხატვისას 208 კვადრატულ მეტრზე 165 ლიტრი საღებავი გამოიყენა.
სტადიონი ბათუმში — მხატვარი: კრისტიან ჰინცი
ფოტო: ევროპაბეთი
"ნამუშევრის დასასრულებლად 6 დღე დამჭირდა, თუმცა პირველი დღეები წვიმიანი იყო და ხშირად მიწევდა შეჩერება. ჩემი ინსპირაცია მოთამაშეთა დინამიკა იყო. ბევრი სხვადასხვა მოთამაშე, რომლებსაც ერთიდაიგივე სურთ. იმისთვის, რომ ბურთი კალათში ჩააგდონ ისინი თამაშობენ ერთად და ამავდროულად მარტო. ამიტომ, ჩემი გამოსახული ფორმები ცდილობენ, იგივე გააკეთონ. კიდევ ერთი ინსპირაციის წყარო კი მიმდებარე შენობები და ლანდშაფტი გახლდათ, საიდანაც ფერები ავიღე, რათა ნაცნობი განცდა მქონოდა. ეს ახალი და ფანტასტიკური გამოცდილება იყო — კედლის მხატვრობისგან განსხვავებული. კალათბურთის მოედნებზე თამაშის დროს შეგიძლია, დაუკავშირდე ნამუშევრებს. ეს ახალი სასიამოვნო გრძნობაა ჩემთვის", — ამბობს კრისტიან ჰინცი.
კრისტიან ჰინცი, იგივე კერა, 1985 წელს, ბერლინში დაიბადა. უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს ფერების, ბეჭდვის ტექნიკასა და ფასადების დიზაინზე და ფერწერაზე. მისი ნამუშევრები გეომეტრიული და აბსტრაქტულია, მაგრამ ამავე დროს სივრცული. "კერას" ნამუშევრებზე დიდ გავლენას ახდენს თავისი გრაფიკული დიზაინის კვლევები, სწორი ხაზების სტრუქტურისა და ზედაპირის გატაცება. 2012 წლიდან კრისტიანი მუშაობს როგორც თავისუფალი მხატვარი და კითხულობს ლექციებს ბერლინის ხელოვნების სკოლაში.
პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში 4 სტადიონის მოხატვის გეგმაა გაწერილი. მეხუთე სტადიონის ლოკაციის წარდგენის და არჩევის შესაძლებლობა კი საზოგადოებას ექნება. მოძრაობა ნიკოსა და responsible.ge-ს გადაწყვეტილებით, ზაფხულში პროექტის ბოლო სტადიონი ფეისბუქ გვერდზე ხმის მიცემით გამოვლინდება.
"მოედნების მოხატვის დროს სახალისო სტატისტიკას ვაწარმოებდით. სამივე მოედნის გაწმენდას 154 საათი მოვანდომეთ. დაახლოებით 11 საათი დაიხარჯა გამვლელების ხუმრობების მოსმენაში. 25 წუთი მოვანდომეთ იმის მტკიცებას ვაზისუბანში, რომ კობი ბრაიანტს არ ვხატავთ. ჯამში 11-ჯერ გაგვიწვიმდა და მოგვიწია სამუშაოების შეწყვეტა. ხატვების მიმდინარეობისას ვითამაშეთ 25 პარტია მინუს-ხუთი, 3 ხელი კალათბურთი და 1 ფეხბურთიც ქუთაისში, სადაც ჩვენმა მხატვარმა დუბლით დააწინაურა ჩვენი გუნდი. დაგვპატიჟეს 52 ფინჯან ყავაზე.
ნიკოს სპეციფიკიდან გამომდინარე დაარსების დღიდან კარგად იცნობს საზოგადოება. ჩვენ არამარტო ვაფერადებთ ქალაქებს, არამედ ვქმნით ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს საშუალება აქვთ, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს ქალაქებს ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ", — აცხადებს სანდრო კვანტალიანი, ნიკოს დამფუძნებელი.
Responsible.ge ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
კომენტარები