მაკდონალდსის ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო იხსნება
ფოტო: ბრედფილდი
დღეს პურ-ფუნთუშეულის ახალ საწარმო ბრედფილდში მედია ტური გაიმართა.
მაკდონალდს საქართველოს პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ მედიის წარმომადგენლებს საწარმო დაათვალიერებინა და მათ წარმოების პროცესი და სამომავლო გეგმები გააცნო.
საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო - ბრედფილდი მალე ოფიციალურად გაიხსნება და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს.
"იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ პურის მოხმარების კულტურის განვითარებას საქართველოში, ვნერგავთ მაღალ სტანდარტებს — პურის ცხობის სრულყოფით ვქმნით მაღალი ხარისხის, გემრიელ პროდუქტებს უფრო მეტი ადამიანისთვის", — განაცხადეს საწარმოში.
თემურ ჭყონიამ საწარმოზე საუბრისას ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის: ბრედფილდის ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს და მასში დასაწყისისთვის - 30, უახლოეს მომავალში, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება. ამასთან, თუკი აქამდე მაკდონალდს საქართველო ევროპიდან ფუნთუშების იმპორტისთვის თანხას გამოყოფდა, ახლა ეს თანხა ადგილობრივ ბაზარზე დარჩება; საწარმო ერთგვარი რეგიონული ჰაბიც გახდება მაკდონალდსის ქსელის რესტორნებისთვის - 2022 წლიდან ბრედფილდში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავა.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
გარდა იმისა, რომ ბრედფილდი საკუთარი პროდუქციით ქსელის 18 ადგილობრივ რესტორანს მოამარაგებს, მაკდონალდსის მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებთ ის ფაქტი, რომ ლეგენდარული ბურგერის პურების შეძენა მალე საცალო ქსელურ მარკეტებშიც იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ გემრიელი, ნამდვილი ბურგერების მომზადება და ნაცნობი გემოს მიღება მათ უკვე სახლშიც შეეძლებათ.
საწარმოს დათვალიერებისთანავე გასაგები ხდება, რომ ბრედფილდისთვის ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია. ისინი პურის ცხობას მეცნიერებას უწოდებენ და ამბობენ, რომ სიახლეებისთვის მუდმივად მზად არიან.
"ჩვენს საქმიანობას ვუდგებით, როგორც მეცნიერებას, რაც საქმისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს, დარგის სიღრმისეულ ცოდნას, სიახლეების მუდმივ ძიებას და მიზანსწრაფულობას გულისხმობს. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, პროფესიონალიზმში გამოიხატება".
სწორედ ამ პროფესიონალიზმისა და ცოდნის გაზიარება სურთ კომპანიაში. მედია ტურზე საწარმოს საგანმანათლებლო ლაბორატორიის შექმნაზეც ისაუბრეს, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამითა და სტაჟირებით, შესაბამისი სპეციალობის მქონე სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლება შეეძლებათ.
გარდა ამისა, კომპანია ადგილობრივი ფერმერების გადამზადებას, მათ ხელშეწყობასა და მცირე ბიზნესების მხარდაჭერასაც გეგმავს.
ბრედფილდში ბევრი მიმართულებით გვპირდებიან სიახლეებს. ყველაფერი კი კეთდება ერთი მიზნით - საერთაშორისო სტანდარტების საწარმომ დანერგოს სტანდარტი პურ-ფუნთუშეულის სექტორში და ხელი შეუწყოს პურის კულტურის განვითარებას საქართველოში.
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები