DOGE-ს ორიგინალი ფოტო აუქციონზე, NFT-დ, 4 მილიონ დოლარად გაიყიდა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Doge-ს მიმის ორიგინალი ფოტო, პარასკევს, აუქციონზე NFT-დ, 4 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა — ამით, Doge ყველაზე ძვირიან მიმად იქცა.
ფოტო აუქციონ Zora-ზე, Atsuko Sato-ს მიერ განთავსდა. სატო ცნობილი მიმის ორიგინალი ფოტოს მფლობელია.
პარასკევს, ერთ-ერთმა ბიდერმა, @pleasrdao-მ, NFT 1 696 ეთერიუმის სანაცვლოდ მოიგო, რაც დღევანდელი კურსით 4 მილიონი დოლარის ექვივალენტია.
NFT-ების გაპოპულარულებასთან ერთად, მიმერებს პირველად გაუჩნდათ შანსი, რომ თავიანთი შექმნილი მიმებით ფული ეშოვათ. მაგალითად, კრის ტორესმა, Nyan cat-ის შემქმნელმა, თავისი მიმი 600 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა.
კომენტარები