დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, Android-ისა და Windows-ის მომხმარებლებს FaceTime-ის მოხმარების საშალება ექნებათ.

მიმდინარე WWDC-ზე Apple-მა განაცხადა, რომ FaceTime-ის გამოყენების საშუალება ბრაუზერების გამოყენების საშუალებითაც გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ანდროიდზე და ვინდოუსზეც გამოვიყენებთ.

FaceTime სულ უფრო მეტად ემზადება Zoom-ის მსგავსს სერვისს. FaceTime-ს ემატება Spatial Audio, რაც იმას ნიშნავს, რომ მეგობრების ხმას გავიგებთ იმ მხრიდან, სადაც ისინი ზარის დროს იქნებიან. ხმის ჩამხშობი ფუნქცია. აპლიკაციას Grid view-ც დაემატება და ზარში მონაწილე ადამიანები ბადისებრი წყობით გამოჩნდებიან. FaceTime-ში პორტრეტის რეჟიმიც დაემატება, რაც კიდევ ერთი კარგი სიახლეა.

FaceTime Links-ის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ ზარების დაგეგმვასა და მათ გაზიარებას ლინკის მეშვეობით, ნებისმიერ ადგილას.