Samsung Galaxy Z Fold 3 და Z Flip 3 ივლისში გამოვა
Samsung Galaxy Z Fold 2 $2 000 ღირდა, შემდედგ მისი ფასი მცირედით დაეცა და 1 800 დოლარი გახდა. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, როგორც წესი, სმარტფონები ასეთი ძვირი არ ღირს.
როგორც ჩანს, სამსუნგი მომავალი სმარტფონების ფასებს შეამცირებს. საუბარია 20%-იან შემცირებაზე. სავარაუდოდ, Z Fold 3 $1 600 ეღირება. კი, ეს მაინც საკმაოდ ძვირია, თუმცა ფასის კლების ტენდენცია მისასალმებელია.
რაც შეეხება Galaxy Z Flip 3-ს, მისი ფასიც 20%-ით შემცირდება და დაახლოებით 1 100-1 200 დოლარის ფარგლებში იქნება.
ჩვენ, სმარტფონის ორ, 4G და 5G, ვარიანტს ვიხილავთ. აქვე შეგახსენებთ, რომ Z Flip 1-ის საწყისი ფასი 1 380 დოლარი იყო, ხოლო 5G მოდელი, რომელიც შედარებით გვიან გამოვიდა, 1 450 დოლარი ღირდა.
ფასის შემცირების მიუხედავად სმარტფონები ტექნოლოგიურად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ისინი IP სერთიფიკატებს და S Pen-ის მხარდაჭერას მიიღებენ. ასევე, შესაძლოა Fold 3-ზე ეკრანქვეშა კამერაც ვიხილოთ.
Samsung Galaxy Z Fold 3 და Z Flip 3-ის გამოსვლას ივლისში უნდა ველოდოთ.
კომენტარები