სტარტაპი აცხადებს, რომ მათი ელექტრო მოტოციკლი ერთი დატენთვით 480კმ-ს გაივლის
კოლორადოში დაფუძნებულმა სტარტაპმა, Zaiser Motors-მა ახალი ელექტრომო მოტოციკლი გამოუშვა. კომპანიის თქმით მათ ახალ ქმნილებას ერთი დატენვიტ 483 კილომეტრის გავლა შეეძლება. Ziaser-ის მოტოციკლის ორივე თვალი ამრავი იქნება, მას ელემენტებიც ეხსნება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 200კმ/სთ იქნება.
ელექტრო მოტოციკლს კლასიკური ფორმები აქვს და რეტრო-ფუტურისტულ შეგრძნებას გვიტოვებს.
საინტერესოა თუ როგორ შეძლო კომპანიამ მოტოციკლით ასეთი შედეგის მიღწევა. 480 კილომეტრის ერთი დატენვით გავლა სრული ზომის ელექტრომობილებისთვისაც კი საკმაოდ დიდი რიცხვია.
კომპანიის WeFunder-ის გვერდიდან ვიგებთ, რომ ძალოვანი დანადგარი Zaiser Motors-მა ბორბლებზე გადაიტანა, მათ ასევე საგრძნობლად შეამცირეს მოტოციკლის წონაც. კომპანიის თქმით 480 კილომეტრი ნამდვილად სერიოზულ გამოწვევაა, თუმცა ისინი თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან.
მოტოციკლი 17,5 კილოვატ-საათიანი ელემენტითაა აღჭურვილი და 0-დან 100 კილომეტრამდე ასაჩქარებლად 3,6 წამი ესაჭიროება.
ბაზარზე მის გამოჩენას 2023 წელს უნდა ველოდოთ, ხოლო მისი საწყისი ფასი $20-25,000 იქნება.
კომენტარები