პოლიცია არსებითად ვერ არის პოლიტიკურად ნეიტრალური — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
სოციალური სამართლიანობის ცენტრში პოლიციის დღესთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წელზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, სახელმწიფომ დეპოლიტიზირებული, თემზე ორიენტირებული და მაღალი ნდობის მქონე სამართალდამცავი სისტემა ვერ შექმნა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, სხვადასხვა პერიოდში პოლიციის სისტემაში გატარებული რეფორმები მეტწილად ფრაგმენტულობითა და ზედაპირულობით გამოირჩეოდა.
მათივე თქმით, სისტემაში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებები ხშირ შემთხვევაში გარეგნული და მოჩვენებითი იყო, ნაცვლად ძირეული რეფორმირბისა და დემორკატიული და ეფექტიანი საპოლიციო სისტემის შენებისა.
"შედეგად, სამართალდამცავ ორგანოებში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, დღესაც პოლიცია არსებითად ვერ არის პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებრივი ნდობის მქონე ინსტიტუცია", — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით, პოლიციის საკვანძო ინსტიტუციურ გამოწვევას შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის სისტემის ინსტიტუციური გადაჯაჭვულობა წარმოადგენს, რის გამოც სამთავრობო კაბინეტის წევრი, პოლიტიკური პოზიციის მქონე მინისტრი კვლავ პირველ პოლიციელად განიხილება.
"ამ პირობებში, პოლიციას ხშირად კანონის ნაცვლად, პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით მოქმედება უწევს. პოლიციის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მიზეზი, მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის მოწყობას არ უკავშირდება და ის არსებული პოლიტიკური რეალობით აიხსნება, სადაც დემოკრატიული და დელიბერაციული მექანიზმებით კრიზისის მართვის გამოცდილება სუსტია და პოლიცია რჩება ერთადერთ აპარატად, რომელსაც კრიზისში შესული ხელისუფლება წესრიგის დამყარებისთვის და უკმაყოფილების შეკავებისთვის იყენებს", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანახმად, საპოლიციო სისტემა საკმარისად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დღემდე არ არის. მათივე თქმით, უწყების შიდადისციპლინირებისა და პასუხისმგებლობის მექანიზმები დღემდე სუსტი და არაეფექტურია.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გენერალური ინსპექციის ინსტიტუციური მოწყობა და დავების განხილვის პროცედურები ნაკლებად არის ორიენტირებული დამოუკიდებელ და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებულ პრინციპებზე.
"განსაკუთრებით პრობლემურია უწყების მოქმედი ხელმძღვანელობის ჩაკეტილობა და პოლიტიკური ნების არარსებობა სისტემის რეფორმირებაზე. გასულ წლებში, არაერთ სამუშაო ფორმატში ჟღერდებოდა საგამოძიებო სისტემის რეფორმის ინიციატივა, რის შედეგადაც უნდა გაზრდილიყო გამომძიებლის როლი გამოძიების პროცესში, ამაღლებულიყო გამომძიებელთა კვალიფიკაცია და მეტი გარანტია შექმნილიყო ზოგადად გამოძიების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობისთვის. ამავდროულად, სისტემაში კრიტიკულად აუცილებელია მინისტრის დისტანცირება უშუალო საპოლიციო ფუნქციებისგან და მისი კომპეტენციების შემოფარგვლა მხოლოდ უწყებრივი პოლიტიკის საკითხებით", — ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
მათივე თანახმად, აგრეთვე აუცილებელია დისციპლინირებისა და შიდა პასუხისმგებლობის მექანიზმების გაძლიერება და დახვეწა, რათა ერთი მხრივ, სისტემაში ადგილი არ ჰქონდეს დაუსჯელობის სინდრომს, მეორე მხრივ კი დისციპლინირების მექანიზმები თვითნებურად და შერჩევითად არ გამოიყენებოდეს პოლიციელებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
"სამწუხაროდ, აღნიშნულ საკითხებზე დღემდე შეჩერებულია მუშაობის პროცესი და არ ჩანს რეალური პოლიტიკური ნება, რომლითაც პოლიციაში არსებული სისტემური გამოწვევები დაიძლეოდა. სუსტი და არათანმიმდევრულია დანაშაულის პრევენციის და ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია. ამ კონტექსტში, პოლიციის სისტემაში პრიორიტეტს კვლავ არ წარმოადგენს დანაშაულის სტრუქტურული მიზეზების კვლევა და სოციალურ კონტექსტზე დაფუძნებული ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის წარმართვა. სამწუხაროდ, პოლიციის მუშაობა, ნაცვლად ანალიტიკური, პრევენციული, თემზე ორიენტირებული და საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერებისა, ინტენსიური საპოლიციო კონტროლისა და რეპრესიის მიდგომებს ეფუძნება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ სუსტია პოლიციის თანამშრომლობის ხარისხი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებიც აგრეთვე უნდა ზრუნავდნენ კონკრეტული ჯგუფების, მათ შორის ბავშვებისა და ქალების უფლებების დაცვაზე. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ კონტექსტში, სამართალდამცავი უწყებები მხოლოდ რეაქციულ რეჟიმში ცდილობენ ამ ჯგუფების უფლებების დაცვას, რაც არსებითად არაეფექტიანია და ზოგიერთ შემთხვევაში, კონტრპროდუქტიულიც.
"ამ მიდგომის პრობლემურობა განსაკუთრებით აშკარად ჩანს სოციალური კონფლიქტების დროს (მათ შორის, მრავალფეროვან თემებში გამოვლენილი კოფლიქტებისა და დაძაბულობის დროს), რომელსაც სახელმწიფო მრავალმხრივი დემოკრატიული და სოციალური სამუშაოებით არ პასუხობს და ამგვარი კონფლიქტების გადაჭრაში ჩართულ ერთადერთ რგოლს და ინსტრუმენტს საპოლიციო რეაგირება წარმოადგენს. ამგვარი კრიზისების დროს სახელმწიფო პასუხისმგებელობის მხოლოდ საპოლიციო ბუნებაზე დაყვანა, დემოკრატიული და ინკლუზიური სახელმწიფოს პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის და მყიფე სოციალური წესრიგის მიზეზი ხდება", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, პრობლემურია პოლიციის საქმიანობაში კერძო ინტერესის დაცვის დომინირების საკითხიც. სოციალური სამართლიანობის ცენტრის აღნიშნავს, რომ დღესაც დაუბალანსებელი და უკონტროლო კერძო ინტერესის წინააღმდეგ რიონის ხეობის მოძრაობის წუხილების გაზიარებისა და მათთვის პოლიტიკური დიალოგის შეთავაზების ნაცვლად, მასშტაბურ სოციალურ მოძრაობას ხელისუფლება საპოლიციო რეპრესიით უპირისპირდება და მათი შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლებისთვის მასშტაბურ და ინტენსიურ შეზღუდვებს აწესებს.
"ახლაც ვხედავთ პოლიციის ჯებირებსა და ბარიკადებს რიონის ხეობაში, რომლითაც ადგილობრივ მოსახლობას დაუსაბუთებლად ეზღუდება საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში გადაადგილების და შეკრების უფლებები. მეტიც, პოლიცია ადგილობრივებს რკინის ჯებირთან მიახლოებასაც კი უზღუდავს და შინაგან საქმეთა მინისტრი მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებით იმუქრება. დღესაც, პოლიცია დაუსაბუთებლად იყენებს ადმინისტრაციულ სანქციებს აქტივისტების და დემონსტრანტების მიმართ", — ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია.
მათივე თქმით, სოციალური და პოლიტიკური კრიზისების მართვისას, დიდძალი საპოლიციო რესურსების გამოყენების ფონზე კი არ ჩანს სახელმწიფოს ხედვა რეალურ კრიმინოგენულ გამოწვევებზე.
"ვერ ვხედავთ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. სამწუხაროდ, დღესაც, შინაგან საქმეთა მინისტრს, საჯარო სიტყვით გამოსვლისას, მინიმალურადაც არ უხსენებია სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მისი სათქმელი მხოლოდ ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვილობის საკითხებით ამოიწურა".
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანახმად, რეალურად კი, სამართალდამცავ სისტემაში შემდეგი მიმართულებებით არის ფუნდამენტური რეფორმები საჭირო:
- უწყების დეპოლიტიზირება — შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციის შემცირება და მისი შემოფარგვლა მხოლოდ პოლიტიკის საკითხებით. პარალელურად, ინდივიდუალური პოლიციელის და პროფესიული მენეჯერული თანამდებობის პირების გაძლიერება, რათა ოპერაციულ დონეზე გადაწყვეტილების მიღებისას მინიმუმამდე იყოს შემცირებული პოლიტიკური გავლენები;
- საგამოძიებო სისტემის რეფორმა — გამოძიებისა და პროკურატურის დისტანცირება და გამოძიებლის როლის გაძლიერება გამოძიების პროცესში, რისი მიზანიც უნდა იყოს ობიექტური, ყოველმხრივი და მაღალი ხარისხის გამოძიების წარმოება;
- სისტემის ანგარიშვალდებულების ზრდა — უწყების გენერალური ინსპექციის რეფორმა, რომელიც დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უზრუნველყოფს პოლიციის თანამშრომელთა დისციპლინირებას და ამ პროცესში გარანტირებული იქნება მოქალაქეთა ინტერესების დაცვა;
- საზოგადოებრივ ნდობასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკის იმპლემენტაცია — დანაშაულის პრევენციის და დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიის იმგვარად განსაზღვრა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების ნდობა უწყებების მიმართ და დანაშაულთან ბრძოლის დროს გათვალისწინებული იყოს კონკრეტული ჯგუფების საჭიროებები.
31 მაისს საქართველოში პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები