ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციის პარალელურად გამართულ აქციაზე რკინის ჯებირი გაარღვიეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ექსპო ჯორჯიასთან მისვლა სცადეს. ადგილზე ალგანის კერძო დაცვა იმყოფება, რომელმაც რკინის ჯებირი აღმართა.