ჰაერის დაბინძურების გასაზომად, Google Street View, დღეიდან სრულად ელექტრო Jaguar I-PACE-ს გამოიყენებს
ყოველწლიურად, დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული სხვადასხვა გართულებები, დაახლოებით 7 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 90 პროცენტი მძიმედ დაბინძურებულ ჰაერს სუნთქვას, რასაც მწვავე ჯანმრთელობის პრობლემებამდე მივყავართ.
დაბინძურებული ჰაერი მხოლოდ ადამიანებს არ აზარალებს, ეს ყველაფერი აისახება გარემოზე და ბუნებაზე.
მასაჩუსეტსის გარემოს დაცვის დეპარტატამენტის კვლევაში ვკითხულობთ, რომ ჰაერის დაბინძურებას შეუძლია გამოიწვიოს სახიფათო ცვლილებები ბუნებაში, მაგალითად მჟავა წვიმები, აითროფიკაცია — ხელოვნური და ბუნებრივი ნივთიიერებების, როგორიცაა ნიტრატები და ფოსფატების წყალში ჩადინება, ოზონის შრის გალევა, ტყეების საფარის შემცირება და სხვა გლობალური კლიმატური ცვლილებები.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Google თავის Street View მანქანებით მუდმივად ზომავდა ჰაერის დაბინძურების დონეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში.
Google-მა 500 მილიონმზე მეტი სინჯი შეაგროვა და ამ ყველაფრისთვის, აქამდე, უბრალო მანქანებს იყენებდა. დღეიდან, ტექნოლოგიური გიგანტი, იგივეე საქმიანობას სრულად ელექტრო, Jaguar I-PACE-ის მეშვეობით განაგრძობს. დასაწყისისთვის ახალი იაგუარი მხოლოდ დუბლინის ქუჩებში გამოჩნდება.
I-PACE აღჭურვილი იქნება Aclima-ს სპეციალური დანადგარით, რომელიც შეძლებს ჰაერში აზოტის დიოქსიდის (NO2), აზოტის ოქსიდის (NO), კარბონის დიოქსიდის (CO2), კარბონის მონოქსიდისა (CO) და ოზონის (O3) შემცველობის დადგენას.
კომენტარები