ყველაფერი, რაც UEFA EURO 2020-ის შესახებ უნდა იცოდეთ
სად და როგორ ჩატარდება, შევძლებთ თუ არა დასწრებას? — ამ სტატიაში მოგიყვებით ფაქტებს, რომელიც ფეხბურთში ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის შესახებ უნდა იცოდეთ.
ზაფხული ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის ფანებისთვის ერთი დიდი დღესასწაული — ევროპის ჩემპიონატი იწყება. წელს მოლოდინები განსაკუთრებულად გაძლიერებულია, რადგან ჩემპიონატი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.
საბედნიეროდ, ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ UEFA EURO 2020 ივნისსა და ივლისში ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა 2021 წელია, ჩემპიონატს ძველი სახელი შეუნარჩუნეს.
როდის იმართება?
ტურნირი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.
როგორაა გუნდები გადანაწილებული?
ჯგუფი A: თურქეთი, იტალია, უელსი, შვეიცარია
ჯგუფი B: დანია, ფინეთი, ბელგია, რუსეთი
ჯგუფი C: ნიდერლანდები, უკრაინა, ავსტრია, ჩრდილოეთ მაკედონია
ჯგუფი D: ინგლისი, ხორვატია, შოტლანდია, ჩეხეთის რესპუბლიკა
ჯგუფი E: ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი
ჯგუფი F: უნგრეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია.
რომელი ქალაქები მასპინძლობს თამაშებს?
UEFA EURO 2020 60-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ტარდება მთელს კონტინენტზე. თამაშები 11 ქალაქში გაიმართება. მათ შორისაა ლონდონი, სანქტ-პეტერბურგი, ბაქო, მიუნხენი, რომი, ამსტერდამი, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, კოპენჰაგენი, გლაზგო და სევილია.
იმის გამო, რომ ყველაზე მეტ დამსწრეს უემბლის სტადიონი იტევს, სწორედ აქ, ლონდონშია დაგეგმილი ნახევარფინალური და ფინალური მატჩები.
როგორი ფორმატში ტარდება ტურნირი?
ტურნირის ფორმატი იგივეა, რაც UEFA EURO 2016-ზე იყო. ექვსი საფინალო ჯგუფიდან თითოეულში პირველ და მეორე ადგილებზე გასულები გადავლენ მომდევნო ეტაპზე და ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანთან ერთად 16-ეულს შექმნიან.
გამართავენ თუ არა მასპინძლები საკუთარ თამაშებს შინ?
საკუთარ მოედანზე თამაშებს შემდეგი გუნდები გამართავენ:
ჯგუფი A: იტალია (რომის ოლიმპიკოს სტადიონი);
ჯგუფი B: რუსეთი (სანქტ-პეტერბურგის სტადიონი), დანია (პარკენის სტადიონი, კოპენჰაგენი);
ჯგუფი C: ნიდერლანდები (იოჰან კრეიფის სახელობის არენა, ამსტერდამი);
ჯგუფი D: ინგლისი (უემბლის სტადიონი, ლონდონი), შოტლანდია (ჰემპდენ პარკი, გლაზგო);
ჯგუფი F: გერმანია (ალიანს არენა), უნგრეთი (ფერენც პუშკას სახელობის სტადიონი, ბუდაპეშტი);
გახსნითი მატჩი რომში, სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართება, სადაც იტალია თურქეთს შეხვდება. მატჩების სრულ განრიგს კი ამ ბმულზე ნახავთ.
გაივსება თუ არა სტადიონები?
კორონავირუსის პანდემიისა და საჯარო სივრცეში თავშეყრაზე დაწესებული შეზღუდვების გამო სტადიონების უმეტესობა სრული დატვირთვით არ გაიხსნება. UEFA-მ მასპინძელ ქვეყნებს სთხოვა, შეემუშავებინათ ისეთი გეგმა, რომელიც შეესაბამება ადგილობრივი მთავრობებისა და ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებს. შედეგად სტადიონები 25-დან 100%-მდე შეივსება. მაგალითად ბუდაპეშტში, ფერენც პუშკას სახელობის სტადიონზე ადგილებს სრულად დაიკავებენ, თუმცა შესასვლელად გულშემატკივრებმა მკაცრი წესები უნდა დააკმაყოფილონ.
სად ვუყუროთ UEFA EURO 2020-ს?
საქართველოში ევროპის ჩემპიონატს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემს.
ვინ არიან ჩემპიონატის ელჩები?
UEFA-მ დაასახელა 12 ქვეყნიდან 48 ელჩი, რომელიც ჩემპიონატს მხარს დაუჭერს. მათ შორის არიან მიროსლავ კლოზე, ტიერი ანრი, ლუიშ ფიგუ, ნუნო გომეში, მაიკლ ოუენი და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები.
როგორ გამოიყურება ჩემპიონატის იღბლის მომტანი პერსონაჟი?
წლევანდელ ჩემპიონატს იღბალს მოუტანს სკილზი, პერსონაჟი, რომელიც შთაგონებულია ფრისტაილით, ქუჩის ფეხბურთითა და ფინტებით.
როგორ გავერთოთ ჩემპიონატის დროს?
ევროპის ჩემპიონატისთვის დიდი სამზადისი აჭარაბეთზე უკვე დაიწყო — ცეცხლოვანი ბორბალის დატრიალების შემთხვევაში მიიღებთ წილს 12 000 000 ლარიდან. ცეცხლოვანი ბორბალი აქციაა აჭარაბეთზე, რომელშიც ნებისმიერი მონაწილე შეძლებს მოიგოს პრიზები, ფრიბეთები, ფრისპინები, ავიაბეთები, სპინ სამაგიდო თამაშებისა და პოკერის უფასო ბილეთები, ამასთანავე, ცეცხლოვანი ბორბლიდან მოხვდეს სპეციალურ, ბონუს რაუნდში, სადაც დააგროვებს ფრიბეთებს ევრო 2020-სთვის.
ასე რომ, ყველაფერი წინაა, მონატრებულ საფეხბურთო მატჩებამდე სულ ცოტა დრო დარჩა.
კომენტარები