აინშტაინის ხელნაწერი განტოლება E=mc² აუქციონზე 1,2-მილიონ დოლარად გაიყიდა
ალბერტ აინშტაინის ხელით დაწერილი ცნობილი განტოლება E=mc2 აუქციონზე 1,2-მილიონ დოლარად გაიყიდა. ცნობისთვის, კონკრეტული განტოლება აინშტაინისეული ხელნაწერით მსოფლიოში მხოლოდ ოთხია. ახლა მისი მფლობელი ანონიმური პიროვნებაა, რომელსაც აუქციონზე გასამარჯვებლად დიდი ბრძოლა მოუწია.
აუქციონი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოო ფასი მოსალოდნელზე სამჯერ მეტი გამოვიდა.
E=mc2 ფორმულა გვეუბნება, რომ ენერგია მასის და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლის ტოლია. ამ განტოლებამ ფიზიკაში რევოლუცია მოახდინა და გვიჩვენა, რომ სამყაროში დრო არ არის აბსოლუტური. ამით მასის და ენერგიის ექვივალენტურობაზე შევიტყვეთ.
აინშტაინმა წერილი 1946 წლის ოქტომბერში პოლონელ ამერიკელ ფიზიკოსს, ლუდვიკ სილბერშტეინს, მის ზოგიერთი ნამუშევრის კრიტიკოსს გაუგზავნა.
"თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია E=mc2 ფორმულიდან, ყოველგვარი ერუდიციის გარეშე", — წერია წერილში.
წერილი სილბერშტეინის პირად არქივში ინახებოდა, სანამ ის მისმა შთამომავლებმა აუქციონს არ მიყიდეს.
კომენტარები