Pornhub-მა ხელოვნური ინტელექტით მე-19 საუკუნის პორნო აღადგინა
Pornhub-მა დრო უკან გადაახვია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უძველესი ეროტიკული სცენები "გააცოცხლა". ამით ცნობილმა პორნო საიტმა ძველი ეროტიკა თანამედროვე აუდიტორიისთვის განაახლა.
საუბარია უძველეს კადრებზე, საიდანაც ზოგი 19-ე საუკუნით თარიღდება. თუ თქვენ სრულწლოვანი ხართ, ახლა ამ ვინტაჟური ვიდეოების ნახვა ფერადად და 4K მხარდაჭერით შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ კადრები არასრულწლოვნებისთვის არ არის განკუთვნილი.
როგორ აღადგინა PornHub-მა ვინტაჟური ეროტიკა
კადრების აღსადგენად PornHub-მა მანქანური ღრმა სწავლების პრინციპი გამოიყენა. ამისთვის ხელოვნურმა ინტელექტმა სხვადასხვა პორნო მასალა დაამუშავა. მათი განმარტებით, ხელოვნურ ინტელექტს 100 000 პორნო ვიდეო და სურათი დაამუშავებინეს, რათა მას უძველესი ეროტიკის აღდგენა და გაფერადება შესძლებოდა.
ძველი კადრების გაფერადება და აღდგენა სულ უფრო აქტუალური ხდება ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად. მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში, 1896 წელს გადაღებული ცნობილი "გუნდაობა" გაფერადდა და ის ახლა ძალიან შთამბეჭდავი სანახავია. ცნობისთვის, "გუნდაობა" ძმები ლუმიერების გადაღებულია, რომლებიც ერთ-ერთი პირველი კინომწარმოებლები იყვნენ.
ხელოვნური ინტელექტის განვითარებამდე კი ფილმების გაფერადება ხელით ხდებოდა. ხელოვნურმა ინტელექტმა ეს სფეროც განავითარა და როგორც ჩანს, ახლა ამ შესაძლებლობებს პორნო ინდუსტრიაც იყენებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები