22 ფოტო, რომელიც ისრაელსა და ღაზის სექტორში დაბომბვების მძიმე შედეგებს ასახავს
00წაკითხვა00კომენტარი00გაზიარება
10 მაისს იერუსალიმში დაპირისპირება გამწვავდა. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა.
შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში 35 პალესტინელი, მათ შორის, 12 ბავშვი გარდაიცვალა, დაშავდა 233 ადამიანი. ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო შეტაკების შედეგად კი 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ქალი და ორი ბავშვი.
ამ სტატიაში გაჩვენებთ 22 ფოტოს, რომელიც ისრაელსა და ღაზას სექტორში დაბომბვების მძიმე შედეგებს ასახავს.
1. ისრაელის საჰაერო იერიში ქალაქ ღაზაზე
2. ისრაელის ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა "რკინის გუმბათი" ღაზის სექტორიდან გაშვებულ რაკეტებს ანადგურებს
3. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჰანადის სამხედრო ბანაკი ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად კვამლის ტალღებმა მოიცვა
4. სამედიცინო პერსონალი ქალსა და ძაღლს ევაკუაციაში ეხმარება მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხრეთით, აშკელონში, სავაჭრო კომპლექსს ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა დაეცა
5. სამედიცინო პერსონალს ალ-შიფას ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოჰყავს დაშავებული ქალი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში რამდენიმე ადგილზე მიიტანა იერიში
6. პალესტინელი კაცი ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაბომბილ ადგილას
7. ისრაელის სამხრეთით, აშკელონში, ჰამასის მიერ დაბომბილ შენობასთან სამხედროები მუშაობენ
8. თელ-ავივთან ახლოს, ისრაელის უსაფრთხოების ძალები ჰამასის საჰაერო იერიშის შედეგად დამწვარ ავტომობილებთან დგანან
9. ღაზის სექტორი ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად კვამლშია გახვეული
10. ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაშავებულ გოგოსა და ქალს კაცი სასწრაფო დახმარების მანქანამდე მისვლაში ეხმარება
11. აშკელონში ისრაელელი მეხანძრეები თავს აფარებენ უსაფრთხო ადგილს, რადგან ღაზის სექტორიდან გამოშვებული რაკეტების შესახებ მიიღეს გაფრთხილება
კომენტარები