5 გზა, რომლითაც ოთხფეხა მეგობარი სტრესთან გამკლავებაში გეხმარება
ფოტო: Olga Semklo / Dribbble
როდესაც სტრესის მართვისა და დაძლევის ტექნიკებზე ვსაუბრობთ, ხშირად გვახსენდება იოგა, მედიტაცია და სხვა. ეს, რა თქმა უნდა, გამოსადეგი გზებია, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტრესის შემცირება ჩვენს საუკეთესო ოთხფეხა მეგობრებს — ცუგებსა და ფისოებსაც მშვენივრად გამოსდით. და მაინც, როგორ ზრუნავენ ჩვენი ფუმფულა მეგობრები ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე?
გთავაზობთ 5 გზას, რომლითაც ერთგული ოთხფეხა მეგობარი სტრესის დონეს შეგიმცირებს:
1. შინაური ცხოველები ზრუნავენ შენს გაწყობაზე
თუ ცხოველები გიყვარს, ალბათ, დაგვეთანხმები, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნა ძალიან რთულია მაშინ, როდესაც უერთგულეს ცუგას მოსიყვარულე თვალებში უყურებ, ან ფუმფულა კატისგან მოფერების უფლებას იღებ. ჩვენი შინაური ცხოველების ამ საოცარ უნარს კვლევებიც ადასტურებს. მაგალითად, 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აივ/შიდსით დაავადებულ ადამიანებში, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავდათ, დეპრესიის გამოვლენის ნაკლები ალბათობა იყო. ცხოველები მუდამ ზრუნავენ ჩვენს საუკეთესო განწყობაზე და ჩვენი გაბედნიერებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ.
2. შინაური ცხოველების ყოლა არეგულირებს წნევას
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ცხოველები მენტალურ ჯანმრთელობასთან ერთად, შენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი ზრუნავენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ძაღლებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით კი მათი მოფერება/შეხება განსაკუთრებულ როლს თამაშობს სისხლის წნევის დარეგულირებაში. ამიტომ აღნიშნული პრობლემის წინაშე აღმოჩენილს არ დაგავიწყდეს, რომ ექიმთან ერთად შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა შენს ოთხფეხა მეგობარსაც შეუძლია!
3. შინაური ცხოველები ფიზიკური აქტივობისკენ გიბიძგებენ
ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს, ძაღლის ყოლა კი სეირნობისა და მოძრაობისკენ გვიბიძგებს. რადგანაც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს გარეთ თამაში, სირბილი და სამყაროს შემოვლა ძალიან უყვართ და სჭირდებათ კიდეც, მათთან ერთად ენერგიას ჩვენც ვხარჯავთ: ცოტა ხნით ვწყდებით დამღლელ ყოველდღიურობასა თუ ტექნოლოგიებს, რის შემდეგაც სხვა ძაღლებთან და მათ პატრონებთან ერთად სასიამოვნო და სასარგებლო რიტუალში ვერთვებით.
4. შინაური ცხოველები სოციალურ მხარდაჭერას გთავაზობენ
შინაურ ცხოველებს სოციალურ სიტუაციებში ჩვენი დახმარება შეუძლიათ. როდესაც გარეთ მათთან ერთად სეირნობ, ადამიანებს უფრო მეტი მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ გამოგელაპარაკონ და შენთვისაც ახალი მეგობრების შეძენა და სოციალურ სიტუაციებთან გამკლავება უფრო მარტივი ხდება, რაც, თავის მხრივ, სტრესის დონეს ამცირებს და მენტალურ ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.
5. შინაური ცხოველები მხარდაჭერასა და უპირობო სიყვარულს გთავაზობენ
უპირობო სიყვარული, მეგობრობა, კარგი მოსმენის უნარი, საიდუმლოებების შენახვის გარანტია და უთბილესი ჩახუტება — ჩვენი შინაური ცხოველები მუდამ მზად არიან, მხარში დაგვიდგნენ და მარტოობა თუ რთული მდგომარეობა შეგვიმსუბუქონ. როცა გვერდით ასეთი საოცარი მხარდამჭერი გეგულება, რთულია, თავი ოდნავ უკეთ მაინც არ იგრძნო.
რა თქმა უნდა, შინაური ცხოველები და მათი სიყვარული უდიდესი ბედნიერებაა, თუმცა არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ მათ მოვლა-პატრონობა, ყურადღება და დროს ესაჭიროებათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოვლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა და მუდმივი ყურადღების აუცილებლობა შესაძლოა სტრესული იყოს, უამრავი ადამიანისთვის აღნიშნული სტრესს მათი სიყვარული და ერთგულება გადასწონის. შესაბამისად, ფუმფულა ოთხფეხა მეგობრის ყოლა ნამდვილად უდიდესი ბედნიერებაა, რაც ჩვენს მენტალურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა





კომენტარები