უკონტროლო ჩინური რაკეტა დედამიწას შაბათს დაეცემა — ასტრონომებმა მისი აღბეჭდვა შეძლეს
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ოთხშაბათს, 5 მაისს განაცაცხადა, რომ ისინი აკვირდებიან ჩინურ Long March 5B რაკეტას, რომელიც დედამიწისკენ უკონტროლოდ ეშვება და არის შანსი, რომ ის დასახლებულ პუნქტებში, მადრიში, ნიუ-იორკსა და პეკინში ჩამოვარდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურმა სარდლობამ სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ Long March 5B წყნარ ოკეანეში შაბათს ჩავარდება, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი ზუსტად ბოლო საათებამდე არ იქნება ცნობილი.
ასტრონომებმა დედამიწისკენ უკონტროლოდ მფრინავი რაკეტა უკვე დააფიქსირეს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ჯონათან მაკდოველის თქმით, რაკეტის ნაწილები ატმოსფეროში შემოსვლას გადაურჩებიან და ეს ნაწილები 150 კილომეტრის მანძილზე შეიძლება გაიშალოს.
ჯონათან მაკდოველის თქმით, 21 ტონიანი კოსმოსური დანადგარის უკონტროლო ვარდნა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მიუღებელია. 1990 წლიდან დღემდე, ამერიკა 10 ტონაზე მძიმე არცერთ დანადგარს არ აძლევდა უკონტროლო ვარდნის საშუალებას.
შეგახსნებთ, რომ შარშან, მაისში Long March 5 რაკეტა ასევე უკონტროლოდ ჩამოვარდა და კოტ-დ'ივუარში ადამიანების კერძო საკუთრება დააზიანა.
ასევე იხილეთ: ჩინური რაკეტა დედამიწაზე უკონტროლოდ დაეცემა — ზუსტად არ ვიცით, სად
კომენტარები