ჩინური რაკეტა დედამიწაზე უკონტროლოდ დაეცემა — ზუსტად არ ვიცით, სად
29 პრილს ჩინურმა Long March 5B რაკეტამ ჩინური კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი მოდული, Tianhe კოსმოსში გაიტანა. ჩინეთს სურს, რომ მისი კოსმოსური სადგური 2022 წელს სრული დატვირთვით ამუშავდეს. საუბედუროდ, რაკეტა, რომელმაც მოდული დაბალ ორბიტაზე გაიტანა, დედამიწისკენ უკონტროლოდ მოექანება. SpaceNews-ის განცხადებით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი უკონტროლო დაშვება.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, რაკეტა დედამიწას 9 მაისს, ჩვენი დროით დაახლოებით 21:23 წუთზე დაეცემა, თუმცა, ცდომილებამ შეიძლება ერთი დღე შეადგინოს.
4 მაისის მონაცემებით, რაკეტა დედამიწას წრეს ყოველ 90 წუთში არტყამს. მისი სიჩქარე, დაახლოებით, 27 600 კილომეტრ საათია, ხოლო მას დედამიწამდე 300 კილომეტრი სიმაღლეღა აშორებს.
ასევე იხილეთ: ჩინეთი კოსმოსური სადგურის ორბიტაზე გასვლის ვიდეოს ავრცელებს
ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი, ჯონათან მაკდოუველი The Guardian-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ასეთი უკონტროლო დაცემა საკმაოდ ცუდია.
"ბოლოს, როდესაც ჩინეთმა Long March 5B გაუშვა, ის ასევე უკონტროლოდ ჩამოვარდა. მეტალის ნაწილები კოტ-დ’ივუარში ჩამოვარდა და რამდენიმე შენობაც დააზიანა. საბედნიეროდ, იმ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია", — ამბობს ჯონათან მაკდოუველი.
რაკეტის სამოძრაო ორბიტა ფარავს ნიუ-იორკს, მადრიდსა და პეკინს და მის ჩამოვარდნას ამ ტრაექტორიაზე ნებისმიერ ადგილას შეიძლება ველოდოთ.
კომენტარები