დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი — სამადაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით დღეს საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც მიშელის უშუალო თანამონაწილეობით იქნა მიღწეული.
"დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობით. ჩვენს ქვეყანაში ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება, უნდა აღვუდგინოთ ქართველ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით. ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და რომლის განსახორციელებლადაც მოვედით დღეს აქ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ეს შეთანხმება არის მართლაც გზა ევროპული მომავლისკენ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმების როგორც ყველა პუნქტი, ასევე, მისი სულისკვეთება არ დაირღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან", — განაცხადა სამადაშვილმა.
6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მივიდა. პარლამენტში პირველად მივიდნენ: ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი — მეტი თავისუფლება, ასევე, ინდივიდუალურად არიან სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე. პარლამენტში არ არიან ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, ასევე, ლეიბორისტული პარტია.
საკანონმდებლო ორგანოში უკვე არიან გირჩი და მოქალაქეები. მათგან ალეკო ელისაშვილის პარტია უკვე მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში, ხოლო ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი აცხადებენ, რომ მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებენ, ასევე, ისარგებლებენ იარაღის ტარების უფლებითა და დეპუტატის იმუნიტეტით.
პარლამენტში მისული ოპოზიცია დღეს, სავარაუდოდ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, რომელიც შეთანხმების თანახმად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეეხება. ასევე, დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.
თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე უარი განაცხადა, თუმცა 26 აპრილს მან გირაოთი გათავისუფლებაზე მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა 19 აპრილს მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
"ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი "ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
გადახედვა
-
20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები