Android 12 ავტომატურად დააძინებს აპლიკაციებს, რომლებსაც დიდხანს არ ვიყენებთ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Android 11-ში ჩვენ ვიხილეთ ფუნქცია, რომელიც აპლიკაციებს ავტონომიურად უთიშავდა უფლებებს, თუკი მათ დიდი ხნის განმავლობაში არ ვიყენებდით. XDA-Developers-მა Android 12-ში ამ ფუნქციის გაფართოება შენიშნა.
თუკი აპლიკაციას 2 თვის განმავლობაში არ გამოვიყენებთ, უფლებების შეზღუდვასთან ერთად, სისტემა ავტომატურად წაშლის აპლიკაციის დროებით ფაილებს, რომლებიც სმარტფონში ადგილს იკავებენ.
ვინაიდან ახალი ფუნქცია Android 12-ის გაჟონილ ანაწყობში შეამჩნიეს, რთული სათქმელია ვიხილავთ თუ არა მას მომდევნო დეველოპერულ ანაწყობში.
კომენტარები