პანდემიის დაწყების შემდეგ, ესპანეთსა და იტალიაში ნაღდი ფულით ანგარიშსწორება 38%-ით შემცირდა
Outman Consulting-ის ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ სამხრეთ ევროპაში გადახდების მხრივ მკვეთრი ცვლილებებია. სამხრეთელები აქამდე ნაღდ ანგარიშსწორებას უპირატესობას ანიჭებდნენ, ახლა კი, ციფრულ გადახდებზე სულ უფრო აქტიურად გადადიან. ეს საცალო ვაჭრობებზეც მკვეთრად ისახება.
Outman Consulting-მა 2021 წლის იანვარში 2000 ესპანელი და იტალიელი მომხმარებელი გამოკითხა, რათა გაეგო, თუ როგორ გადახდებს ამჯობინებენ ისინი ახლა და როგორ იხდიდნენ პანდემიამდე.
კვლევამ აჩვენა, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში ნაღდი ანგარიშსწორება დრამატულად შემცირდა, ხოლო ციფრული გადახდები ძალიან გაიზარდა. გამოკითხულთა 52%-მა განაცხადა, რომ როდესაც საუბარია მცირე გადახდებზე, ახლა უპირატესობას ციფრულ ანგარიშსწორებას ანიჭებს. პანდემიის წინა პერიოდში ამავეს მხოლოდ 22% ამბობდა. საერთო ჯამში კი, ნაღდი ფულით გადახდები 38%-ით შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ტრანზაქციების დიდი ნაწილი საკრედიტო და სადებეტო ბარათებზე მოდის, ესპანელი მომხმარებლების 15% ციფრულ საფულეებს იყენებს.
"ესპანეთში და იტალიაში ნაღდ ანგარიშსწორებას ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდნენ. მათი ბაზარი უფრო ტრადიციულია და ჩრდილოელი მეზობლებისგან განსხვავებით, ციფრულ გადაწყვეტილებებთან ნაკლებად ადაპტირებული. თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ეს ყველაფერი ძალიან შეცვალა. ბოლო 12 თვის განმავლობაში ესპანელებმა და იტალიელებმა გადახდების მხრივ ბევრი რაღაცა გადაიაზრეს. ძალიან ბევრი ადამიანი სრულად ციფრულ გადახდებზე გადავიდა და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მოეწონათ კიდევაც." — ამბობს Outman Consulting-ის კვლევის დირექტორი, მარიო ლომბარდო.
ამას ემატება ისიც, რომ მთავრობები ციფრულ გადახდებს სულ უფრო ახალისებენ. შესაბამისად, ესპანეთში და იტალიაში გადახდის სისტემები საგრძნობლად შეიცვალა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ცვლილებები პანდემიის შემდეგაც დარჩება.
თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.
კომენტარები