რატომ არაა საკუთარი და სხვების განცდების შედარება სასარგებლო
ფოტო: Mikaela Couch / Dribbble
როდესაც რაიმე რთულ სიტუაციასთან გიწევს გამკლავება, ხშირად ვიღაც გეუბნება: "უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო". ხანდახან შენ თვითონაც კი ფიქრობ: "სხვა თუ არაფერი, იმდენად მაინც არ მიჭირს, როგორც იმ ადამიანს". საკუთარი ტკივილისა და ემოციების სხვების განცდებთან შედარება საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომა ყოველთვის სასარგებლოა.
შედარება ხშირად ბუნებრივია და ზოგჯერ შესაძლოა, სასარგებლოც კი იყოს. შედარება შეიძლება საკუთარი პროგრასის შეფასებასა და იმის განსაზღვრაში დაგვეხმაროს, თუ რა არის კონკრეტულ სიტუაციაში სწორი.
თუმცა, მეორე მხრივ, შედარებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს პიროვნულ ზრდას, არ მოგცეს საკუთარი თავისადმი თანაგრძნობის უფლება და სხვა ადამიანების განცდების გაზიარებაც კი გაართულოს.
რატომ არაა შედარება სასარგებლო?
გრძნობები ინდივიდუალურია
თითოეულ ადამიანს განსხვავებული რესურსები და გამოცდილება აქვს, რაც უდიდეს როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ მოქმედებს მათზე სხვადასხვა ემოცია. ადამიანები ბედნიერებასაც და უბედურებასაც განსხვავებულად აღიქვამენ. არ არსებობს ემოციების იერარქია, რომელიც გვეტყვის, რომ ერთი ადამიანის გრძნობები მეორე ადამიანის გრძნობებზე უკეთესი, უარესი, უფრო ძლიერი თუ შედარებით სუსტია.
ფოტო: Glenn Thomas / Dribbble
მაგალითად, თუ ემოციურად მძიმე დანაკარგს განიცდი, შეიძლება მოგინდეს, რომ შენი გრძნობები იმ ადამიანისას შეადარო, რომელმაც, შენი აზრით, უფრო უარესი გადაიტანა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ტკივილი ტკივილია. საკუთარი ტკივილის იმ ადამიანის განცდებთან შედარება, რომელმაც შენზე მეტი გადაიტანა, მხოლოდ შენი გრძნობების დაკნინებას იწვევს.
შედარება შენს გრძნობებს აკნინებს
როდესაც შედარებაზე ხარ ორიენტირებული, შეიძლება, საკუთარ ან სხვის გრძნობებს ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭო. მაგალითად, შეიძლება იფიქრო, რომ ცუდად ყოფნის უფლება არ გაქვს იმიტომ, რომ სხვა უარეს მდგომარეობაშია ან შეიძლება ჩათვალო, რომ მარტოსული მხოლოდ იმიტომ არ უნდა იყო, რომ იმაზე მეტი მეგობარი და ოჯახის წევრი გყავს, ვიდრე სხვას.
მიუხედავად ამისა, სხვისი გამოცდილების გამო საკუთარი მდგომარეობა არ უნდა უარყო. ასეთ დროს გრძნობების შედარებით საკუთარ მდგომარეობასა და განვლილ გზას იმაზე ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებ, ვიდრე იმსახურებს. ამ ხერხს ადამიანები ხშირად იმისათვის მიმართავენ, რომ ნეგატიური ემოციები თავიდან აირიდონ. ემოციებისთვის თვალის გასწორების ნაცვლად, მათი უგულებელყოფა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული მდგომარეობა "არც ისეთი რთულია, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო", ხშირად უფრო მარტივ გამოსავლად გვეჩვენება. ეს, თავის მხრივ, ტოქსიკური პოზიტიურობის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანები თვლიან, რომ ნებისმიერი უარყოფითი ემოცია უნდა დამალონ ან უარყონ მხოლოდ იმისთვის, რომ ყალბი ოპტიმიზმი შეიგრძნონ.
საკუთარ გრძნობებს თვალს ვერ უსწორებ
ის ფაქტი, რომ სხვა ობიექტურად უარეს მდგომარეობაშია, არ ნიშნავს, რომ შენ მიერ განცდილი ემოციები ნამდვილი არაა. შენ უფლება გაქვს, იყო განაწყენებული, როდესაც სხვა გულს ტკენს ან იმედგაცრუებული, როდესაც ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდოდა. რა თქმა უნდა, სხვა ადამიანებიც დაატარებენ ტკივილსა და იმედგაცრუებას, თუმცა მათი მდგომარეობა შენს გრძნობებს არ უნდა აკნინებდეს.
ფოტო: Freepik
ნეგატიური ემოციების უგულებელყოფა სტრესს იწვევს, თუმცა ეს რთული ემოციებიც ხშირად მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა. ამ ინფორმაციის წყალობით ხვდები, რომ რაღაც უნდა მოიმოქმედო, რაც საბოლოოდ, პოზიტიური ცვლილებებისკენ გიბიძგებს.
დახმარებას ყველა იმსახურებს
შედარება უამრავ ადამიანს აფიქრებინებს, რომ საკუთარ პრობლემებს დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდნენ. ნაცვლად იმისა, რომ დახმარება და მხარდაჭერა ითხოვონ, ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ მათი პრობლემები ყურადღებას არ იმსახურებს.
მაგალითად, ადამიანი, რომელსაც დეპრესიის სიმპტომები აწუხებს, ზოგჯერ ფიქრობს, რომ დეპრესიისთვის რეალური მიზეზები არ აქვს. ეს ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როდესაც ისინი საკუთარ ცხოვრებასა და გამოცდილებებს სხვა, უფრო რთულ სიტუაციაში მყოფი ადამიანების მდგომარეობას ადარებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არ ითხოვენ და, შესაბამისად, ვერ იღებენ დახმარებას — თერაპიას, მედიკამენტურ მკურნალობას ან უბრალოდ მხარდაჭერას.
ასეთ დროს შედარება საკუთარ პრობლემებთან გამკლავების ნაცვლად, მათი უგულებელყოფისკენ გვიბიძგებს. მაშინაც კი, როცა თვლი, რომ შენი პრობლემები "საკმარისად რთული" არაა, დახმარებასა და მხარდაჭერას იმსახურებ.
რა არის შედარების ალტერნატივა?
როგორც კი საკუთარი გრძნობების სხვებთან შედარების ცდუნება მოგერევა, შეჩერდი და დაფიქრდი: სასარგებლოა ეს მიდგომა? იქნებ, ამ გზას საკუთარი ემოციების უგულებელყოფისთვის იყენებ?
შედარების მაგივრად, შეგიძლია ჩამოთვლილ გზებს მიმართო:
-
არ განსაჯო საკუთარი ემოციები.
- მიეცი საკუთარ თავს ემოციების შეგრძნების უფლება და გახსოვდეს, რომ შენი ყველა გრძნობა მნიშვნელოვანია.
- გახსოვდეს, რომ არ ხარ ვალდებული, შენი გრძნობები სხვისას შეადარო და საკუთარი ემოციები დააკნინო.
- არ განსაჯო სხვების ემოციები. ამის მაგივრად, დააფასე, რომ მათ საკუთარი გრძნობები გაგანდეს.
- მოუსმინე ადამიანებს და დაუჯერე მათ გრძნობებს. იმის თქმა, რომ გესმის მათი, ხშირად მხარდაჭერის გამოხატვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.
გახსოვდეს, რომ როდესაც ვიღაც რთულ მდგომარეობაშია, შედარება და განსჯა მიუღებელია. ეს შენს ემოციებსაც ეხება. აღნიშნულ ემოციებთან გამკლავება ადამიანებს სწავლის, გაზრდისა და ჭრილობების მოშუშების შესაძლებლობას აძლევს.
როდისაა შედარება სასარგებლო?
რეალობაში, გარკვეულწილად, შედარება გარდაუვალია. ადამიანებისთვის სხვების განცდების შემჩნევა და საკუთართან შედარება ბუნებრივი მოვლენაა. ზოგიერთ შემთხვევაში, შედარებას პოზიტიური გავლენაც შეიძლება ჰქონდეს.
- შედარება ზოგჯერ საკუთარი ცხოვრებისადმი მადლიერების გრძნობას გიჩენს.
- შედარების დროს გარკვეულ გამოცდილებებზე ინფორმაციას მათი საკუთარ თავზე გამოცდის გარეშე იღებ.
- ხანდახან შედარება გეხმარება, დაინახო, თუ რა უნდა გააკეთო მიზნების მისაღწევად.
- შედარება ხშირად სხვებისადმი თანაგრძნობის, შემდეგ კი დახმარების სურვილს აჩენს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტკივილი მადლიერების ნაწილი არაა. შეიძლება, შენს ცხოვრებაში მომხდარი დადებითი მოვლენების გამო მადლიერი იყო, თუმცა იმედგაცრუებას, სევდასა და ბრაზს მაინც გრძნობდე.
ამავე თემაზე:
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
კომენტარები