12-15 წლის ბავშვებში Pfizer-ის კოვიდვაქცინამ 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
Pfizer/BioNTech-ის კოვიდვაქცინამ 12-15 წლის ბავშვებში 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულ ვაქცინას ამ ასაკის ბავშვების კორონავირუსით ინფიცირებისგან დაცვა 100%-ით შეუძლია. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს რელიზშია ნათქვამი.
კვლევაში, რომელსაც აღნიშნული განცხადება ეყრდნობა, 2 260 მოზარდი მონაწილეობდა. მათი ნახევარი პლაცებოთი აცრეს (საკონტროლო ჯფუფი), ნახევარი კი ფაიზერის ვაქცინით.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები კორონავირუსის გადატანისას რისკჯგუფში ნაკლებად შედიან, ისინი მაინც შეიძლება იყვნენ დაავადების გადამტანები და გამავრცელებლები.
როგორც Pfizer-ის CEO, ალბერტ ბურლა აღნიშნავს, კომპანიის აღნიშნული განცხადება კლინიკური კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა და კომპანია აპირებს მომდევნო კვირებში მიმართოს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA), იმისათვის, რომ 12 წლის და უფროსი ბავშვების აცრისთვის ავტორიზაცია მიიღოს. Pfizer-ში იმედოვნებენ, რომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების აცრას მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე შეძლებენ.
კომენტარები