მალე მწეველები აღარ იარსებებენ — ექსპერტების შეფასება
ექსპერტების თქმით, თაობების შემდეგ სიგარეტს აღარავინ გაეკარება.
Bloomberg-ის ცნობით, ანალიტიკურ ფირმა Jefferies-ში ფიქრობენ, რომ მწეველები მალე აღარ იარსებებენ.
"მარეგულირებლებისა და თამბაქოს ამბიციების ზრდასთან ერთად, ბევრ ქვეყანაში, რამდენიმე თაობის შემდეგ სიგარეტს აღარავინ მოწევს", — წერს ახლახან გამოქვეყნებულ განცხადებაში ანალიტიკოსი ოუენ ბენეტი. "თუ ასე მოხდება, ეს ალბათ ისეთი შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების დამსახურება იქნება, როგორიც ელექტრო სიგარეტია".
Citigroup Inc. ასევე ფიქრობს, რომ მწეველთა რიცხვი ახლო მომავალში მკვეთრად დაიკლებს. მეტიც, Bloomberg-ის მიხედვით, მათ მიაჩნიათ, რომ 2050 წლისთვის განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის აშშ-ში, ევროპის ნაწილსა და ავსტრალიაში მოწევა თითქმის სულ გაქრება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბოლო 20 წლის მანძილზე, მწეველი ბავშვების რიცხვი თითქმის 75%-ით შემცირდა.
ეს სიახლე ძალიან დიდი წინსვლის სიმბოლოს წარმოადგენს. Big Tobacco-ს ახლა კონკურენციის შესანარჩუნებლად პოზიციის შეცვლა უწევს — იგი ტრადიციული თამბაქოს პროდუქტის ნაცვლად ახლა ელექტრონულ სიგარეტებზე და სხვა მსგავს პროდუქტებზე აკეთებს მეტ აქცენტს.
რაც შეეხება Philip Morris-ს, კომპანიამ გასულ წელს განაცხადა, რომ სიგარეტის გაყიდვები, შესაძლოა, საერთოდ შეჩერდეს.
"დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი 10-15 წლის მანძილზე სრულიად შესაძლებელია საერთოდ მოეღოს ბოლო სიგარეტის გაყიდვებს ბევრ ქვეყანაში", — აღნიშნა იმ დროს Philip Morris-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრე კალანტზოპულუსმა.
კომპანია ახლა ცდილობს, თავისი მომხმარებლები სიგარეტის ახალ, უფრო ჯანსაღ ალტერნატივაზე გადაიყვანოს. მათი მიზანია 40 მილიონი მოზრდილი ადამიანის ჯანსაღ ალტერნატივაზე გადაყვანა 2025 წლისთვის.
კომენტარები