შევუთანხმდი ქართულ ოცნებას, რომ შევეხმიანები და მათთან უშუალოდ დავიწყებთ ლაპარაკს — მეგრელიშვილი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, შეუთანხმდა ქართულ ოცნებას, რომ შეეხმიანება და უშუალოდ მათთან დაიწყებს ლაპარაკს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ში დღის კურიერში ისაუბრა.
"მე მგონი, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა მასშტაბის შარში ვართ. როგორც მინიმუმ, უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ, რომ თუ გვაქვს ამის უნარი, ჩვენ მოვიფიქროთ რამე გამოსავალი და ვცადოთ მისი განხორციელება, დავტესტოთ. თუ ამ ქვეყანაში არაფერი არ გამოდის და ასეთი საგიჟეთი გვაქვს.
ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს. მე, როგორც მინიმუმ, შევუთანხმდი ქართულ ოცნებას, დავუკავშირდები, რომ მათთან მქონდეს უშუალო ურთიერთობა. ოპოზიციას, ვისაც უნდა, ღია ვართ, ყველასთან ვსაუბრობთ. ქართულ ოცნებას კი, შევუთანხმდი ნამდვილად, რომ შევეხმიანები და მათთან უშუალოდ დავიწყებთ ლაპარაკს", — თქვა მეგრელიშვილმა.
ოპოზიცია თავის სამომავლო გეგმებს ხვალ, 20 მარტს პარლამენტთან გააჟღერებს. მას შემდეგ რაც ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ხელისუფლების ოპონენტებმა სამომავლო გეგმებზე დაიწყეს ფიქრი.
18 მარტს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან 10 საათი გაგრძელდა, თუმცა ისევ უშედეგოდ დასრულდა — შეთანხმება არ შედგა. დანიელსონის განცხადებით, შეხვედრაზე იყო მნიშვნელოვანი პროგრესი პრეზიდენტ მიშელის დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმის ირგვლივ ზოგიერთ პუნქტში.
"ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ნაკლები პროგრესი იყო", — თქვა მან.
დანიელსონმა აღნიშნა, რომ 19 მარტს საქართველოს დატოვებს და ბრიუსელში დაბრუნდება. მისი თქმით, შარლ მიშელს მოლაპარაკების დეტალებს მოახსენებს.
პოლიტიკოსები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღის 3 საათისთვის შეიკრიბნენ და იმის შემდეგ მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა.
მოლაპარაკებების პარალელურად, ლეობორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც 17 მარტს შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, გაავრცელა რამდენიმე დეტალი, რომელიც მისი თქმით, მაგიდასთან განიხილებოდა. ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ მათ მიაწოდეს დოკუმენტები, რომლის პრეამბულაშივე ეწერა, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ და არჩევნები 2024-ში ჩატარდებოდა. მისივე ოპოზიციას, სთავაზობდნენ 5 კომიტეტის თავმჯდომარეობას და 2 საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელობას.
დანიელსონი საქართველოს 14 მარტს ტოვებდა, თუმცა ამ დღეს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც შარლ მიშელის წარმომადგენელმა თბილისიდან გამგზავრება ერთი დღით გადადო, თუმცა უფრო მეტი ხნით დარჩა. მოლაპარაკებების პარალელურად, პრემიერმინისტრი ბელგიაში შეხვედრებს მართავდა საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც, ასევე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიხილებოდა.
- სტოლტენბერგმა ღარიბაშვილს ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა
- ასოცირების საბჭო: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა კრიზისის მოსაგვარებლად
- განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ იპოვოს გამოსავალი — ბორელი
- ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები — ბორელი
დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.
მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.
გაიგეთ მეტი:
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები