ზუსტად ვერ გავიგე მისი მიზეზი, მაგრამ პატივს ვცემ ბატონ შალვას — ვაშაძე ნათელაშვილის წასვლაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია მიზეზი, რის გამოც ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა შეხვედრა დატოვა. ამის შესახებ ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
"პატივს ვცემ ბატონ შალვას, ზუსტად ვერ გავიგე მისი მიზეზი, მაგრამ პატივს ვცემ ბატონ შალვას. მან დატოვა, ჩვენ ვიმუშავეთ მთელი დღე", — აღნიშნა ვაშაძემ.
გარდა ამისა, მან ისაუბრა, რომ დღეს რთული სამუშაო ჰქონდათ, თუმცა გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია. ამასთან, მან მკაფიოდ თქვა, რომ არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება. ვაშაძემ მოლაპარაკებების შინაარსზე არ ისაუბრა:
"მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. და იმედი მაქვს, რომ ხუთივე საკითხთან დაკავშირებით ამ ექვსპუნქტიანი გეგმიდან შევთანხმდებით".
დღეს გაიმართა პირველი ერთობლივი შეხვედრა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ევროკავშირის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით. შვედი დიპლომატი აქამდე მხოლოდ ინდივიდუალურად ხვდებოდა პარტიებს.
შეხვედრა მალევე პროტესტის ნიშნად დატოვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრას ტოვებს, რადგან პირველ საკითხად რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ განიხილება.
კრისტიან დანიელსონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესში, მეექვსე დღეა მართავს შეხვედრებს. გარდა პარტიების ლიდერებისა, იგი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ასევე, რამდენჯერმე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.
14 მარტი იყო დანიელსონის ვიზიტის ბოლო დღე საქართველოში, თუმცა, პარტიებთან შეხვედრების შემდეგ, მან განაცხადა, რომ გამგზავრება ერთი დღით გადადო. მისი თქმით, იმედოვნებდა, რომ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას, თუმცა რადგან ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რჩება საქართველოში.
15 მარტს დანიელსონი კიდევ ერთხელ შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დანიელსონი საქართველოში დარჩება იქამდე, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.
გაიგეთ მეტი:
- შეთანხმება არ იქნება, ვიდრე ყველაფერს არ გავივლით — მეგრელიშვილი შეხვედრის შემდეგ
- ზუსტად ვერ გავიგე მისი მიზეზი, მაგრამ პატივს ვცემ ბატონ შალვას — ვაშაძე შეხვედრის შემდეგ
- შალვა ნათელაშვილმა დანიელსონთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა
- მოლაპარაკების ტექნიკაა, საუბარი დაიწყოს ადვილად გადასაჭრელი საკითხებით — სამადაშვილი ნათელაშვილის პროტესტზე
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები