არჩილ თალაკვაძე

16 Mar. 2021, 23:17

პარლამენტი არ არის ის კონსტიტუციური ინსტიტუტი, სადაც ვინმეს ვეხვეწებით, ან საზოგადოება ეხვეწება, რომ შევიდეს. თუ არ უნდათ მუშაობა, შეუძლიათ, რომ დარჩნენ ქუჩაში. მთავარი აქ არის რა, როდესაც 2-მა მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ, პანდემიის მიუხედავად, გააკეთა თავისი არჩევანი; როდესაც ჩვენ ყველა ვამბობთ, რომ ქვეყანაში გვსურს დემოკრატია და ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებით [უნდა] წარიმართოს, მაშინ ამას უნდა ვცეთ პატივი. როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მანდატები არ შეგვეწყვიტა, ეს იმას არ ნიშნავს, რო ვინმეს ძალით ვეხვეწებით მუშაობას. [...]

ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩვენ რომელიმე ოპოზიციონერს ვეხვეწებით, რომ პარლამენტში შემოდით. საერთოდაც, ეს პარლამენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, საკონსტიტუციო ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მის დაკნინებას ისახავს მიზნად, არის ანტიკონსტიტუციური და არის ხალხის ინტერესების წინააღმდეგ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…