როგორ დავძლიოთ "ფინტექ მსგავსების საფრთხე" და რითი გამოვარჩიოთ ჩვენი სტარტაპი
თანამედროვე სამყაროში ციფრული სერვისები და პროდუქტები ხშირად და მარტივად იცვლება. შესაბამისად, ბრენდებს მომხმარებლის გონებაში შესაღწევად და იქ დასარჩენად დიდი შრომა უწევთ.
ამიტომ საჭიროა გამორჩეულობა, თუმცა, ხშირად ფინტექ კომპანიები ერთმანეთს გვანან. რატომ ხდება ეს და რა უნდა ვქნათ, რომ გამორჩეულები ვიყოთ? სტატიაში სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით.
მოდით ვისაუბროთ სპორტულ ტანსაცმელზე
ბავშვობაში, როდესაც ფეხბურთის სათამაშოდ ბოტასებს არჩევ, დიდი ყურადღება ექცევა იმას, თუ რა ბრენდის ბოტასებით თამაშობს საყვარელი ფეხბურთელი. შენ შეიძლება აირჩიო Nike ან Adidas, და ეს ყველაფერი საყვარელი ფეხბურთელის გავლენით.
ამის შემდეგ ადამიანი თავს კონკრეტულ ბრენდთან აკავშირებს და ამ ბრენდის უახლესი მოდელების შეძენით ინტერესდება. მოკლედ, ჩვენ ყველას გვინდოდა საყვარელ ფეხბურთელებს დავმსგავსებოდით და ბრენდებმა ეს კარგად იციან.
ბრენდთან თავის ასეთი დაკავშირება ბევრ ბიზნეს სექტორში ხდება. ბანკებთან დაკავშირებით მთლად ასე არ არის. შეიძლება კონკრეტულ ბანკს იმის გამო ენდოთ, რომ იქ დანაზოგს თქვენი მშობლებიც ინახავდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ცვალებადია.
ციფრული რეალობის ზრდასთან ერთად, ახლა უამრავი სტარტაპია, რომელიც პოტენციური მომხმარებლის ყურადღებისთვის იბრძვის. ფინტექ კომპანიები მომხმარებლებზე გასვლას სხვდასხვა საშუალებებით ცდილობენ. ისინი მომხმარებელს აწვდიან ინფორმაციას, რომ მათ ერთი აპლიკაციის გადმოწერით ცხოვრების საგრძნობლად გამარტივება შეუძლიათ. სწორედ ამაშია ფინტექ მსგავსების საფრთხე.
მაშ, რა არის ფინტექ მსგავსების საფრთხე?
სტარტაპები ყოველთვის კონკრეტულ ბიზნეს სექტორში შეღწევას ცდილობენ. ამისთვის მათ მომხმარებლები სჭირდებათ. ის, თუ როგორ წარმოაჩენენ თავს თავიდან, წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მომხმარებლების გულის მოსაგებად, ესეთი ბრენდები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, თუ როგორი უნიკალურები არიან და რამდენად ახალი პროდუქტი შემოქავთ ბაზარზე.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რა ხდება, როდესაც სხვა სტარტაპი მსგავსი შეთავაზებით შემოდის, იგივე იდეებს აჟღერებს და იგივე მომხმარებლზე გასვლას ცდილობს?
სწორედ აქ ხდება მსგავსება — როდესაც ერთი სტარტაპი ცდილობს გამორჩეული იყოს, მაგრამ ვიღებთ ზუსტად მსგავს სხვა სტარტაპებს. ასეთ დროს, როგორც წესი, ბრენდების დიზაინი მეორდება. ისინი შეიძლება ინსპირირებული იყვნენ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტებისგან, როგორიცაა Google, Apple და Airbnb.
ეს აუცილებლად უარყოფითთან არ არის დაკავშირებული. ამ გიგანტების გავლენით ციფრული პროდუქტების და მომსახურების დიზაინი ხშირად ძალიან კარგია. თუმცა, როდესაც უშუალოდ ბრენდინგზე ვსაუბრობთ, აქ ერთი დიდი განსხვავებაა: სტარტაპებს არ აქვთ "ბრენდის კაპიტალი", რათა ნორმიდან მარტივად გადაუხვიონ.
ამ მხრივ ტექნოლოგიურ გიგანტებს უფრო მარტივად შეუძლიათ პოზიციონირება და "ცვალებადობა", რადგან მათ ამის პრივილეგია წლების განმავლობაში ხარისხიანი პროდუქტის შემოთავაზებით გამოიმუშავეს.
რა ხდება ამ მხრივ ფინტექში?
ფინტექ კომპანიებისთვის ბრენდის კაპიტალი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ხალხი მათ საკუთარ ფულს ანდობს. ისეთი ბრენდების წარმატებამ, როგორიცაა Monzo და Starling Bank, შექმნა ნაცადი ფორმულა, რომელიც უსაფრთხოებასთან და საიმედოობასთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს ნიმუში, თუ როგორი შეიძლება იყოს ფინტექ ბრენდი. საუბარია მარტივი და მეგობრული მომსახურების კულტურაზე.
ამიტომაც არის, რომ ადამიანები სულ უფრო ეჩვევიან აპლიკაციებს, რომლებიც ბანკინგს ამარტივებს. მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ მარტივ და კომფორტულ საბანკო აპლიკაციებს.
თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ფინტექ სამყაროში მუდმივად მზარდი კონკურენციაა, მთავარი მიზანი სხვა ბრენდებისგან დიფერენციაციაა.
ვთქვათ, ორი სტარტაპი ძალიან მსგავს პროდუქტზე მუშაობით ეშვება. დავუშვათ, საუბარია ციფრულ საფულეზე. ერთნაირი წარმოჩინება მიაყენებს სტარტაპებს ზიანს?
ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განსაზღვრავთ თქვენს ბრენდს და როგორ განასხვავებთ სხვისგან. ბრენდის განსხვავების დადებითად წარმოჩინების შემთხვევაში, თქვენი წარმატების შანსები იზრდება.
ბრენდინგის მიზანია, თქვენი კომპანიის კონკურენტისგან დიფერენცირება
მთავარია იპოვოთ ნიშა, ის მხარე, რაც თქვენს ბრენდს სხვებისგან გამოარჩევს. მომხმარებელი ასეთ ნიშნებს ყოველთვის ეძებს და თქვენი წარმატების შემთხვევაში, ისინი თავს თქვენს ბრენდთან დააკავშირებენ. ეს ნიშნავს, რომ ბრენდებმა კიდევ უფრო მეტი უნდა იფიქრონ, თუ რატომ არსებობენ და რა არის მათი მთავარი მიზანი.
ბრენდის მიზნის ქონა, რომელიც მხარდაჭერილია ვიზუალური იდენტობით, ხმის ტონით და პროდუქტის სტრატეგიით, თქვენს კომპანიას მომხმარებელთან კომუნიკაციაში აუცილებლად დაეხმარება.
ეს მომხმარებლებს თქვენს ბრენდთან უფრო დააკავშირებს, გაგიზრდით წარმატების შანსებს და კონკურენტებისგანაც გამოგარჩევთ.
თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.
კომენტარები