ქუვეითმა შეცდომით ამერიკული F-15E Strike Eagle-ის ტიპის სამი რეაქტიული თვითმფრინავი ჩამოაგდო. შემთხვევა 1 მარტს მოხდა, როცა ვითარება განსაკუთრებით დაძაბული იყო. როგორც ჩანს, ქუვეითის რადარულ სისტემებს ამერიკული თვითმფრინავები მოწინააღმდეგისაში აერია, რამაც ეს შეცდომა გამოიწვია.

ასევე იხილეთ: "აკრძალული AI" ირანის წინააღმდეგ: აშშ-ის არმიამ, სავარაუდოდ, იერიშისას Claude გამოიყენა

აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის გაერთიანებულმა ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) და ქუვეითის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებები გააკეთეს: ქუვეითმა შეცდომა აღიარა, აშშ-მა კი განაცხადა, რომ შემთხვევის გამოძიება უკვე დაწყებულია.

თითოეული თვითმფრინავ-გამანადგურებელი ორადგილიანი იყო, შესაბამისად, ბორტზე სულ ექვსი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველა გადარჩა.

ასევე იხილეთ: ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების დაწყება სურს — ბოლო ცნობები ირანიდან

საკუთარი ან მოკავშირე ჯარებისათვის შეცდომით ცეცხლის გახსნა იშვიათია, თუმცა არა უპრეცედენტო. ეს განსაკუთრებით ხშირად იმ გარემოში ხდება, რომელშიც საჰაერო თავდაცვის რამდენიმე ქსელი და მოკავშირე ძალები ექსტრემალურ პირობებში მოქმედებენ.

F-15E Strike Eagle ორადგილიანი თვითმფრინავ-გამანადგურებელია. მას საჰაერო საბრძოლო მოქმედებებიც კარგად გამოსდის და სახმელეთო შეტევებსაც მათემატიკური სიზუსტით ახორციელებს. ეს თვითმფრინავი მძლავრი რადარული სისტემებითა და გასამიზნი მოწყობილობის მქონე კიდური კონტეინერითაა აღჭურვილი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, აღნიშნული ინციდენტი გარკვეულწილად თანამედროვე საჰაერო აღჭურვილობის სუსტ მხარეებს უსვამს ხაზს: დაძაბულ სიტუაციებში მოკავშირეებს ერთმანეთის ამოცნობა და შესაბამისი კოორდინირება უჭირთ, ამ დროს კი უმცირეს შეცდომებსაც შეიძლება უმძიმესი შედეგები მოყვეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.