სასამართლომ პროკურატურას TV პირველში იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება მისცა — რას ნიშნავს ეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან/TV პირველი
დღეს TV პირველმა მიიღო სასამართლოს განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა ტელეკომპანიიდან ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერების ამოღების შესახებ. განკარგულებაში წერია ისიც, რომ თუ TV პირველი არ მიაწოდებს ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს, მათ უფლება აქვთ გამოიყენონ იძულების პროპორციული ზომა.
"საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა", — წერია განკარგულებაში.
კითხვით, მისცემენ თუ არა ჩანაწერებს პროკურატურას, On.ge ნოდარ მელაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ამისთვის პროკურატურამ შესაბამისი განჩინებით უნდა მიმართოს, ახლა კი "გაურკვეველ კონვერტს" და "ელექტრონულ მატარებელს" ითხოვს.
"აქ ითხოვს რაღაც გაურკვეველ კონვერტს და რაღაცა ელექტრონულ მატარებელს, რომელზეც იყო მოთავსებული აუდიოჩანაწერები. საიდან დაადგინა, რომ ელექტრონული მატარებლით შემოვიდა აუდიო ჩანაწერები ტელევიზიაში და დავუშვათ, თუ ელექტრონული მატარებლით შემოვიდა, ის ელექტრონული მატარებელი ისევ ტელევიზიაშია გამოძიების ეთერში გასვლიდან 4 დღის შემდეგ? თუ მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს აუდიოჩანაწერები, შესაბამისი განჩინებით მოგვმართონ", — ამბობს ნოდარ მელაძე.
მისივე თქმით, TV პირველის იურისტები უკვე ამზადებენ შესაბამის საპასუხო წერილს, რომელიც პროკურატურას გაეგზავნება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტს მოწმედ დაკითხვისას უფლება აქვს არ გათქვას წყაროს საიდუმლოება.
On.ge ესაუბრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნიკა სიმონიშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლოს მხრიდან მსგავსი განჩინების გამოტანა გაუმართლებელია, რადგან მედიას წყაროს არგამხელის უფლება აქვს.
"2 მიმართულებით არის აქ სერიოზული პრობლემა სასამართლოს განჩინებასთან მიმართებით. ერთი ის, რომ აუცილებლობა ამ განჩინების გამოტანის არ არსებობდა იმიტომ, რომ განჩინების გამოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მოსთხოვდა ტელეკომპანია პირველს ამ ინფორმაციის გადაცემას და თუ მედიასაშუალება არ მიაწვდიდა, ამ შემთხვევაში შეეძლოთ მათ ამ განჩინების გამოტანა და ამასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვა. მეორე საკითხი არის ის, რომ ამგვარი განჩინებით ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ პროკურატურამ ამოიღოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც წყაროზე გასვლის საშუალებას მისცემს (არაპირდაპირ) პროკურატურას და, რა თქმა უნდა, ეს წყაროს არგამხელის უფლება, რა თქმა უნდა, მედიასაშუალებას აქვს და არ არის გამართლებული სასამართლოს მხრიდან ასეთი განჩინების გამოტანა", — გვეუბნება ის.
იურისტი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას შეუძლია თავად მივიდეს ტელევიზიაში და მიიღოს ის, რაც სჭირდება. ამ მოცემულობას ის მედიის საქმიანობაში ჩარევად აფასებს.
"რეალურად კი სასამართლომ მთელი ტელევიზიდან კონვერტების და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობების შემოწმების ნებართვა გასცა. ვინაიდან, თუკი პროკურატურა ვერ მიიღებს იმას, რასაც ითხოვს, მას თვითონ შეუძლია მივიდეს ტელევიზიაში და მოძებნოს ის რაც სჭირდება. იმისთვის, რომ იპოვოს კონვერტი და მოწყობილობა, მას უკვე აქვს ნებართვა ყველაფერი მსგავსი შეამოწმოს. ეს რა დოზით ჩარევაა მედიის საქმიანობაში ალბათ ყველა ხვდებით. ეს პრობლემა კი იქიდან იღებს სათავეს, რომ პროკურატურას რეალურად მედიის წყაროს დაადგენის მიზანი აქვს და ჩანაწერის შინაარსი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს", — წერს მარიკაშვილი.
კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილის თქმით, წყაროების დაცვის პრინციპი მედიის არა უბრალოდ პრივილეგია, არამედ თავისუფლების არსებითი შემადგენელი ელემენტია. მისივე თქმით, მოსამართლის ბრძანება მედიის თავისუფლების დარღვევაა.
"ვიწროდ სამართლებრივი პერსპექტივიდან მოსამართლის ბრძანება გამოხატვის თავისუფლებისა და კერძოდ მედიის თავისუფლების უხეში დარღვევაა. ჟურნალისტური წყაროების დაცვა მედიის თავისუფლების მნიშვნელოვანი საყრდენია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, ეს არ არის უბრალოდ პრივილეგია, არამედ მედიის თავისუფლების არსებითი შემადგენელი ელემენტი, რომლის ხელყოფაც შინაარსს აცლის და აუქმებს მთლიანად ამ თავისუფლებას.
ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება მორჩილი კლანური სასამართლო გამოიყენოს მედიის თავისუფლების დემონსტრციულად შესალახად დიაგნოზია საქართველოში სამართლის უზენაესობის დეგრადაციისა ე.წ. "ავტოკრატიულ კანონის უზენაესობად", — ამბობს ის On.ge-სთან საუბარში.
გენერალურ პროკურატურაში დღეს On.ge-ს განუცხადეს, რომ განცხადებები TV პირველში შეჭრასთან დაკავშირებით სიცრუეა.
"არავინ აპირებს ტელევიზიაში არც შეჭრას, არც შევარდნას. ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენ მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას", — აღნიშნავენ პროკურატურაში.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურნენ TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი და გენერალური დირექტორი, ინგა გრიგოლიაც.
"არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა", — წერს ვატო წერეთელი Facebook-ზე.
ინგა გრიგოლია კი აცხადებს, რომ პროკურატურას ტელევიზიაში არ შემოუშვებენ. მისი თქმით, ეს იმიტომ გადაწყვიტეს, რომ "ერთი კაცი გაბრაზდა".
"ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის რუსთავი ორი? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა, ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ!", — წერს ინგა გრიგოლია.
სასამართლოს დღევანდელი განჩინებით, საგამოძიებო საშუალებებს შესაძლებლობა ეძლევათ, TV პირველიდან ამოიღონ კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრის ამსახველი ჩანაწერები.
"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება: ამოღება. კერძოდ, ამოღებულ იქნეს: 2021 წლის 06 მარტს გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრის ამსახველი ჩანაწერები. 2021 წლის 06 მარტს გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემული კონვერტი (ან სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა", — წერია განჩინებაში.
განკარგულებაში ნახსენები ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა შეიძლება იყოს მეხსიერების ბარათი ან დისკი.
TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უკანონო მიყურადების, ჩაწერისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.
უწყება არაფერს ამბობს იმაზე, დაინტერესდა თუ არა სავარაუდო ძალადობის ფაქტებით, რაზეც ჩანაწერშია საუბარი.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად.
სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.
გაიგეთ მეტი:
- ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ირაკლის ვეძახი "ანტონიის" — ბერა ივანიშვილი
- ბერა: დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც გავაერთიანებ — მათ დედის სიყვარული არ იციან
- არც კი დავიწყებ კამათს, ავთენტური იყო ეს ჩანაწერი, არ იყო, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს — ბერა
- როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი ამიკო, როცა ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე და რეაგირებს — ბერა
- რას პასუხობს ბერა ივანიშვილი კითხვას, როდინდელია ჩანაწერები
- ბერას თქმით, 2011-ში მისი ფანების მშობლებმა ბულინგზე აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა"
- თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ დღესაც — ბერა ივანიშვილი
-
კალაძის თქმით, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან დაიწყება და აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტრო "დიდუბეს" დაუკავშირდება კალაძის თქმით, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან დაიწყება და აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტრო "დიდუბეს" დაუკავშირდება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: რა პლუს-მინუსები აქვს ევროინტეგრაციას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა აბსოლუტურად მიზანშეწონილია ირაკლი კობახიძე: რა პლუს-მინუსები აქვს ევროინტეგრაციას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა აბსოლუტურად მიზანშეწონილია
გადახედვა
-
ChatGPT ზუსტად გვხატავს, რადგან ჩვენზე ბევრი იცის — როგორ წავშალოთ თავი ბოტის მეხსიერებიდან ChatGPT ზუსტად გვხატავს, რადგან ჩვენზე ბევრი იცის — როგორ წავშალოთ თავი ბოტის მეხსიერებიდან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს ირაკლი კობახიძე: საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს
გადახედვა
-
Volvo Cars EMEA — ვოლვო ქარ კავკასიამ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა Volvo Cars EMEA — ვოლვო ქარ კავკასიამ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
-
ქვიზი: გამოიცანი სამშენებლო ხელსაწყო ქვიზი: გამოიცანი სამშენებლო ხელსაწყო
-
ქარიშხლიანი უღელტეხილი და ტოქსიკური ბოიფრენდის დაბადება ქარიშხლიანი უღელტეხილი და ტოქსიკური ბოიფრენდის დაბადება
გადახედვა
-
საია ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული პირების სახელით სამართალწარმოებას იწყებს საია ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული პირების სახელით სამართალწარმოებას იწყებს
გადახედვა
-
31 იანვარს მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ხელოვნურად შემცირდება 31 იანვარს მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ხელოვნურად შემცირდება
გადახედვა
-
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს 100%-იანი ქეშბექი Bolt Food-ის წლიური გამოწერის სერვისზე ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს 100%-იანი ქეშბექი Bolt Food-ის წლიური გამოწერის სერვისზე
-
ნინო დობორჯგინიძე: ვიცავთ ტრადიციას, ვაგრძელებთ ტრადიციას და ვქმნით მომავალს, არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, ეს სვლა გააჩეროს ნინო დობორჯგინიძე: ვიცავთ ტრადიციას, ვაგრძელებთ ტრადიციას და ვქმნით მომავალს, არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, ეს სვლა გააჩეროს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ცილის მექანიზმი, რომელსაც ტვინის გაახალგაზრდავება შეუძლია აღმოაჩინეს ცილის მექანიზმი, რომელსაც ტვინის გაახალგაზრდავება შეუძლია
გადახედვა
-
გალაქტიკის ცენტრიდან სიგნალი მოდის, რომლითაც შეიძლება აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოცადონ გალაქტიკის ცენტრიდან სიგნალი მოდის, რომლითაც შეიძლება აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოცადონ
გადახედვა
-
გია ვოლსკი: "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ" გია ვოლსკი: "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ"
გადახედვა
-
გიორგი სანიკიძე: ირანული მხარე "გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს გიორგი სანიკიძე: ირანული მხარე "გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს
გადახედვა
-
რატომ ზღუდავს რუსეთი Telegram-ზე წვდომას? რატომ ზღუდავს რუსეთი Telegram-ზე წვდომას?
გადახედვა
-
ჩინეთმა მთვარის ხომალდი და რაკეტა გამოცადა — მათ სურთ, მთვარეზე დაშვება აშშ-ს დაასწრონ ჩინეთმა მთვარის ხომალდი და რაკეტა გამოცადა — მათ სურთ, მთვარეზე დაშვება აშშ-ს დაასწრონ
გადახედვა
-
ლევან ჯაგველაძის საქმის პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს ლევან ჯაგველაძის საქმის პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: მე პოლიტიკურ პარტიას ვერ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია სალომე ზურაბიშვილი: მე პოლიტიკურ პარტიას ვერ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია
გადახედვა
-
დისნეის ფიფქია ჩავარდა — სტუდიამ $170 მილიონი იზარალა დისნეის ფიფქია ჩავარდა — სტუდიამ $170 მილიონი იზარალა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს
გადახედვა
კომენტარები