კანიე ვესტმა წარუმატებელ საპრეზიდენტო კამპანიაში $12 მლნ დახარჯა
ფოტო: PATRICK KOVARIK / Getty Images
ამერიკის ფედერალურმა საარჩევნო კომპანიამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ამერიკელმა რეპერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, კანიე ვესტმა კამპანიაში ჯამში $13,2 მილიონი დახარჯა. აქედან თითქმის $12,5 მილიონი საკუთარი ქონებიდან გაიღო.
ანგარიშის მიხედვით, კანიემ The New York Times-ზე გამოქვეყნებულ 2-გვერდიან რეკლამაში $210 544 დახარჯა, ხოლო არჩევნების დღეს — $918 130.
43 წლის რეპერმა 4 ივლისს საპრეზიდენტო კანდიდატად თავი წარადგინა, მაშინ, როცა აშშ-ის რამდენიმე შტატში კენჭისყრაში მონაწილეობის დედლაინები უკვე ამოწურული იყო. კანიეს საპრეზიდენტო კამპანიის იდეები კონერვატიულ შეხედულებებზე იყო აგებული. ის ვაქცინების მოწინააღმდეგედაც მოგვევლინა, როცა თქვა, რომ ვაქცინის ნაცვლად ლოცვის სჯეროდა:
"ყველაფერი ღმერთის ხელშია. უნდა შევწყვიტოთ იმის კეთება, რაც ღმერთს აღიზიანებს. უამრავი ბავშვი ვაქცინის შედეგად პარალიზდება. როცა ამბობენ, რომ კორონავირუსს ვაქცინა დაამარცხებს, უკიდურესად ფრთხილი ვხდები. ეს ხომ მხეცის ნიშანია. მათ სურთ, რომ ჩვენში ჩიპები მოათავსონ და ისეთი რამ გააკეთონ, რაც შემდეგ სამოთხის გალავანის გადაკვეთაში ხელს შეგვიშლის. ვწუხვარ, როცა ვამბობ, რომ ადამიანებში ეშმაკი ბუდობს და მართლა გული მწყდება, როცა ვაანალიზებ, რომ სამოთხეში ბევრი ადამიანისთვის არაა ადგილი".
უცნაურია, რომ ამ განცხადებების მიუხედავად, კანიეს არჩევნებში დეკადის ერთ-ერთი მოწინავე მეცნიერი, ილონ მასკი მხარს უჭერდა და ვესტის საარჩევნო კამპანიის მრჩეველიც იყო.
4 ნოემბერს, კანიე ვესტმა 43 წლის ასაკში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა პირველად მისცა და ისიც საკუთარ თავს. რეპერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2020 წლის მარათონში ხმის მიცემის დროს არჩევანი საკუთარ კანდიდატურაზე შეაჩერა:
"ღმერთი დიადია. დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველად მივეცი ხმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს და ეს ის ადამიანია, ვისაც ბოლომდე ვენდობი — ჩემი თავი".
დღის ბოლოს, კანიემ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, თუმცა არჩევნებში 2024 წელს მონაწილეობაც დააანონსა. მან საერთო ხმებიდან მხოლოდ 66 ათასი ხმის მოგროვება შეძლო.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები