თუკი მოვლენ რობოკოპები, როგორც მოვლენ, ისე წავლენ — მელია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას ამბობს, რომ რობოკოპები თუკი გამოჩნდებიან, ისე წავლენ სახლებში, როგორც მოვიდნენ. ასე გამოეხმაურა მელია, ენმ-ს ოფისის მიმდებარედ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ეზოში პოლიციის სხვადასხვა დანაყოფების შესვლას.
"ამ ხელისუფლების საქმე წასული არის. თუკი მოვლენ რობოკოპები, როგორც მოვლენ, ისე წავლენ. როგორც დღეს სამსახურში გამოცხადნენ, ისე წავლენ სახლებში. ხვალ ისევ გამოცხადდებიან, ზეგ ისევ წავლენ და ერთ მშვენიერ დღეს ბევრი მათგანი სასმახურსაც თავს დაანებებს, იმ სამახურს, რომელიც არის ერთი კაცის სამსახური და არა ქვეყნის სამსახური", — აცხადებს ნიკა მელია მთავარ არხთან.
რამდენიმე საათის წინ, ენმ-ს ოფისთან, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში პოლიციის დანაყოფები შევიდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უწყებაში ათეულობით ავტომობილი, პოლიციის ავტობუსები და სამართალდამცავები შევიდნენ.
ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. On.ge ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას და გარკვევას, რას უკავშირდება პოლიციელების მობილიზება, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სასამართლო სხდომის პარალელურად, თავდაპირველად ფორმულამ და შემდგომ სხვა ტელევიზიებმა გაავრცელეს კადრები, სადაც სამართალდამცავების გადაადგილება და ყვითელი ავტობუსები ჩანდა. სასამართლოში მელიას ადვოკატებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ეს ნიშნავდა, რომ პოლიცია მელიას დაკავებას აპირებდა, რაც წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიანიშნებდა. ეს ინფორმაცია პროკურორმა უარყო.
დღისით შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცავების განსაკუთრებულ მობილიზებას უარყვეს. როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, ეს არის გასაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა, სადაც თანამშრომლების გადაადგილება ყოველდღიურად ხდება.
ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ფარად დაუდგებიან მელიას და მისი დაკავების უფლებას არ მისცემენ, რადგან უკანონო გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან. ისინი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნიკა მელიასთან ერთად არიან შეკრებილები და მორიგეობას გეგმავენ.
- ჩვენ დავიცავთ ნიკას ფიზიკურად — დეკანოიძე
- ხელს მოიქნევენ? მიიღებენ პასუხს, უკანონო გადაწყვეტილებაზე დამორჩილებას არავინ აპირებს — უგულავა მელიას საქმეზე
- "ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ" — უგულავა სპეცრაზმის შესაძლო გამოჩენაზე
- მორიგეობას დავაწესებთ და ლიდერები აქ ვიქნებით — ნათელაშვილი მელიაზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები